თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაცია მეხანძრეებმა შემთხვევის ადგილზე დაადასტურეს. ამის შესახებ 1tv წერს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთმა ადამიანმა ხელზე მსუბუქი დამწვრობა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიევის ქუჩაზე ხანძარი საცხოვრებლის სახურავსა და მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში […]
კატეგორია: შემთხვევა
ჭიათურის მაღაროში 1 მუშა დაშავდა
ჭიათურის მაღაროში რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, დაშავებულია ერთი მუშა. მას ხელი აქვს დაზიანებული. ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ზუსტდება. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დღესვე, დილის 4 საათზე ტყიბულში მინდელის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო […]
ყაზბეგში მყინვარწვერზე ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა
ყაზბეგში მყინვარწვერზე უბედური შემთხვევა მოხდა. ბელგიელი ალპინისტების ჯგუფს თოკი გაუწყდა, რის შედეგადაც ერთი მთამსვლელი დაიღუპა. რაც შეეხება მეორეს, მან თავისი ფეხით შეძლო მყინვარის ფერდობიდან მეტეოსადგურამდე ჩამოსვლა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, უამინობის გამო ვერ ხერხდება დაღუპული მთამსვლელის გადმოსასვენებლად კონკრეტული ზომების მიღება. უამინდობის გამო შვეულმფრენისთვის არახელსაყრელი საფრენი გარემოა. მყინვარწვერთან არიან სამთომაშველებიც. შემთხვევა დღეს მოხდა. […]
მკვლელი შახტა ტყიბულში – 8 წელიწადში სამუშაოებისას 16 მუშა დაიღუპა
ტყიბულის შახტაში დღეს გამთენიისას მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში, რომლის შედეგადაც ადამიანები გარდაიცვალნენ: 2018 წლის 5 აპრილი – გარდაიცვალა 6 მუშა და დაშავდა 3 2017 წლის 7 მაისი – დაიღუპა 4 ადამიანი 2016 წლის 10 ოქტომბერი – 51 წლის თემურ კაკაურიძე […]
აზერბაიჯანში ქართველი მძღოლი დაიღუპა – ავარია ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე
ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე, მან-ისა და „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპული საქართველოს მოქალაქეა. მედიის ინფორმაციით, მისი ცხედარი ადგილზე მისულმა მაშველებმა მანქანიდან ამოიყვანეს. ავარიის შედეგად მან-ის სატვირთო ავტომობილში არსებული 50 ტონა ნავთობი დაიღვარა. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგზაო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პირველი
ტყიბულის მინდელის მაღაროში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა
დღეს დილით 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა ტყიბულში, მინდელის მაღაროში. წინასწარი ინფორმაციით, მუშების დაღუპვა სამთო დარტყმის შედეგად, გვირაბის ჭერიდან ჰაერის დარტყმებმა გამოიწვია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარი დაადასტურა. „მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად […]
კახეთში მანქანა ხრამში გადავარდა – დაიღუპა 50 წლის კაცი
გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე გოლფ 3 -ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ავარია სავარაუდოდ წუხელ მოხდა, თუმცა, ფაქტის შესახებ დღეს გაირკვა. ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. გვამი იდენტიფიცირებულია და ის პროზექტურაში გადაასვენეს.მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. პირველი
რუსთავი-თბილისის ტრასაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა
გუშინ საღამოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა, მათ შორის ერთი მიკროავტობუსია, რომელიც შეჯახების შემდეგ გადაყირავდა. როგორც “ინფო რუსთავმა” გაარკვია, მიკრო-ავტობუსი არ ეკუთვნის კომპანია “ინტერტრანს”. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობი აღარ […]
რუსთავის პარკში 15 წლის გოგონამ გონება დაკარგა
რუსთავის ცენტრალურ პარკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით 15 წლის გოგონამ გონება დაკარგა და პარკში ექიმების გამოძახება გახდა საჭირო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი პარკში დროულად მივიდა, პაციენტს ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გოგონა გონზე მოვიდა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ იყო. ინფორუსთავი










