კატეგორია: შემთხვევა

დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას 70 წლის ქალი ემსხვერპლა

დიდ დიღომში აივანი ჩამოინგრა - ამ დროს ქალი სარეცხს ფენდა

დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა – “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, გარდაცვლილი, დაახლოებით, 70 წლის ქალია. შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. თვითმხილველების თქმით, ჩამონგრევის დროს აივანზე ქალი იდგა, რომელიც, სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა.

დიდ დიღომში აივანი ჩამოინგრა – ამ დროს ქალი სარეცხს ფენდა

დიდ დიღომში აივანი ჩამოინგრა - ამ დროს ქალი სარეცხს ფენდა

დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის აივანი ჩამოინგრა – როგორც თვითმხილველები “რუსთავი 2-თან” ჰყვებიან, შემთხვევის დროს აივანზე ქალი იდგა, ის, სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, უცნობია – დეტალების გარკვევას “რუსთავი 2” შსს-სთან ცდილობს.

თბილისში 2 წლის გოგონა ლობიოს მარცვალმა დაახრჩო

თბილისში, ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, უბედური შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. როგორც საინფორმაციო სააგენტოს ოჯახის ახლობლები უყვებიან, ბავშვს მოუხარშავი ლობიოს მარცვალი გადასცდა. მათივე თქმით, 2 წლამდე გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “წაიყვანეს კლინიკაში და გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ გული გაუჩერდა. ფილტვში იყო უკვე გადასული ლობიოს მარცვალი”, – უყვება ოჯახის ახლობელი […]

გომბორზე ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა – 2 მამაკაცი დაიღუპა

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

გომბორზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “ტვ პირველს” თვითმხილველები უყვებიან, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი, გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.

აფეთქება ახალციხეში – რესტორან “იმერეთის” ვიტრაჟებმა საცხოვრებელი კორპუსი დანგრევას გადაარჩინა

ახალციხეში რესტორანი "იმერეთი" აფეთქდა

ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსში აფეთქება სარდაფში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. გაზი მიწისქვეშ მდებარე იმ მილიდან ჟონავდა, რომელიც შემთხვევამდე ოთხი დღით ადრე დაზიანდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კორპუსი დიდი მასშტაბის აფეთქებისგან პირველ სართულზე არსებულმა ვიტრაჟებმა იხსნა. აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს რესტორან იმერეთში მოხდა. „გაზმა სარდაფში კორპუსის საძირკვლის კედელში არსებული ხვრელის მეშვეობით შეაღწია, რომელშიც წყალსადენის მილია […]

უკრაინაში ავარიაში 2 ქართველი დაიღუპა – მათ შორისაა 46 წლის დათო კვარაცხელია

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ ზუგდიდში სავარაუდოდ ზეგ ჩამოასვენებენ. ერთ-ერთი ზუგდიდელი 46 წლის დათო კვარაცხელიაა, რომელიც ცოლთან ერთად წლები უკრაინაში ცხოვრობდა და იქიდან დედას, დას და ავადმყოფ დისშვილს არჩენდა. რუსთავი 2

სენაკში ხანძარს 1 მამაკაცი ემსხვერპლა

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

თელავში მანქანა მაღაზიას დაეჯახა – 1 მამაკაცი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში – ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ახლოს მდებარე მაღაზიას შეეჯახა. ადგილზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ავარიის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. მთავარი

ანანურთან ტრაილერი ამობრუნდა – მძღოლი დაიღუპა

ანანურთან ტრაილერი ამობრუნდა - მძღოლი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ანანურის გზაზე – ჟინვალის წყალსაცავთან ტრაილერი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მთავარი

თბილისის ახალ გზაზე კლდე ჩამოიშალა

თბილისის ახალ გზაზე კლდე ჩამოიშალა

თბილისში, ახალ გზაზე კლდე ჩამოიშალა. დაზიანებულია ერთი ავტომობილი. ინციდენტი გვირაბთან ახლოს მოხდა. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, გზა გადაკეტილი იყო. ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.