კატეგორია: შემთხვევა

ბაღდათში 1 ოჯახის 4 წევრი დაიღუპა – მანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ბორითთან მიკროავტობუსი ამობრუნდა – 2 ადამიანი დაშავდა

ბორითთან მიკროავტობუსი ამობრუნდა - 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რიკოთზე. სოფელ ბორითის მონაკვეთზე მიკროავტობუსი ამობრუნდა – ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. დაშავდა 2 მგზავრი. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მთავარი

ქუთაისში “ევროპული საქართველოს” წევრის ავტომობილი დააზიანეს

ქუთაისში “ევროპული საქართველოს” წევრის ავტომობილი დააზიანეს

ქუთაისში “ევროპული საქართველოს” წევრის ავტომობილი დააზიანეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, დაზიანებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი, ჩამსხვრეულია მანქანის მინები. პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ. “ჩვენი აქტივისტის ავტომობილია. დილით ნახა, რომ ჩამსხვრეულია მინები, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პოლიტიკური აქტიურობას. თბილისში ვიყავით აქციაზე და გუშინ ასეთი რამ მოხდა”, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ. შემთხვევა […]

“გამოვცვივდით ყველა გარეთ” – ხანძარი სითი მოლში

"გამოვცვივდით ყველა გარეთ" - ხანძარი სითი მოლში

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “სითი მოლში” ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო საკვებ ობიექტ “უკვეში”. ხანძარი იქ მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რასაც ძლიერი დაკვამლიანება მოჰყვა. ევაკუაციიდან ცოტა ხანში, სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომლებმა მაღაზიის მფლობელებსა და მოლარეებს საშუალება მისცეს, შენობაში შესულიყვნენ და მაღაზიები და სალაროები დაეკეტათ. “დაცვა შემოვიდა და გვითხრა, რომ სითი მოლი უნდა დაგვეტოვებინა ხანძარიაო […]

თელავთან ტრაილერი მანქანას დაეჯახა – 6 ადამიანი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ავარია თელავში-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე – თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. დაშავდა ოთხი ახალგაზრდა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. ნიუპოსტი

ლაგოდეხთან მიცუბიში ტრაქტორს დაეჯახა

ლაგოდეხთან მიცუბიში ტრაქტორს დაეჯახა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი “მიცუბიშის” მარკის ავტომობილი მცირე ტიპის ტრაქტორს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაშავდა ტრაქტორის მძღოლი, რომელიც თავისა და სახის არეში მიღებული ტრავმებით ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. მთავარი

ოზურგეთში მიკროავტობუსი ამობრუნდა – მძღოლი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

16 ოქტომბერს ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მიკროავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს შსს პრესსამსახური. მათი ინფორმაციით საქმე აღძრულია 276 მუხლის 6 ნაწილით. გურიანიუსი

“2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, რომელმაც თავზე გადაუარა” – რა მოხდა ასპინძაში

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ასპინძის სოფელ რუსთავში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაურა, შედეგად მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვი გაჩერებული მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, დაძვრის მომენტში კი მძღოლმა ის ვერ შეამჩნია და თავზე გადაუარა. მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების ისეთ დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასწავლებელი თემო მუმლაძე ბმვ-თი ხეს შეეჯახა და დაიღუპა

მასწავლებელი თემო მუმლაძე ბმვ-თი ხეს შეეჯახა და დაიღუპა

ავარია მსხვერპლით დასრულდა მარნეულში. ავტოსაგზაო შემთხვევას თემო მუმლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბმვ-ს მარკის ავტომობილით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. თემო მუმლაძე სოფელ წერეთელში ცხოვრობდა და ამავე სოფელში არსებულ აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო სკოლაში, მასწავლებლად მუშაობდა. ინფორუსთავი

წყალტუბოში გაზი აფეთქდა

წყალტუბოში გაზი აფეთქდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თერნალის დასახლებაში გაზქურის აფეთქების შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა. მას მეორე ხარისხის დამწვრობა ხელებსა და ფეხებზე აქვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი, გაზქურაში დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. როგორც მეზობლები აცხადებენ, ყვირილის ხმა შემოესმათ, საშველად მისულებს კი სახლის დამხმარე ნაგებობაში ხანძარი დახვდათ, გამოიძახეს სასწრაფო და დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, დამხმარე ნაგებობა და […]