ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აჭარაში, ხულოში, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 60 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა. პაციენტი უახლოეს კლინიკაში არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკული. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
კატეგორია: შემთხვევა
კახეთში 22 წლის მამაკაცი მწვადით დაიხრჩო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში 22 წლის კაცი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მისი დაღუპვის მიზეზი მწვადი გახდა. „ის ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობდა, ჯანმრთელი იყო, არც კი ცივდებოდა და ასეთი ჯანმრთელი კაცი მწვადმა დაახრჩო. ის 22 წლის იყო. რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. კარგი ადამიანი იყო, გულკეთილი და ხალისიანი”, – ამბობს ადგილობრივი. „პრაიმტაიმი“ ქედელის თემის […]
რუსთავში მტკვარში დაღუპული 13 წლის ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია – ის მე-16 სკოლის მოსწავლე იყო – ვიდეო
რუსთავში, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიასთან ახლოს, მტკვრიდან 13 წლის ბიჭის ცხედარი ამოიტანეს. გარდაცვლილი არასრულწლოვანი მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია. არსებული ინფორმაციით, ბიჭს ჯებირზე ფეხი დაუცურდა, თავი ბეტონის ფილას დაარტყა და მტკვარში ჩავარდა. „სივაისი“ დაღუპულის რამდენიმე მეგობრის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს გთავაზობთ: „15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული, წყალში ჩავარდნისას უკვე გონება ჰქონდა […]
რუსთავში მტკვარში 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
რუსთავში, მტკვარში 15 წლამდე ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭს ე.წ. წყალსაქაშის ტერიტორიაზე ჯებირთან ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. ადგილზე მოზარდის საძიებო სამუშაოებში მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული. როგორც ინფო რუსთავს თვითმხილველმა მეთევზემ განუცხადა 3 არასრულწლოვანი წყალსაქაჩის ტერიტორიაზე თამაშობდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. ინფორუსთავი
რუსთავში მტკვარში, რესტორან მონოპოლთან, მოზარდს ეძებენ
რუსთავში, რესტორან ,,მონოპოლის” მიმედებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ. საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არიან ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი 2 მეგობართან ერთად იყო, როდესაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჯებირიდან გადავარდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყვარელში მოპედი სატვირთოს შეეჯახა – ბაიკერი დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ბაიკერი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სანავარდოსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოპედი სატვირთო მანქანას იმ დროს შეეჯახა, როცა ის გზიდან გადახვევას ცდილობდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოპედის მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ- კრილიმინალისტები არიან მობილიზებული.
„სიკეთით სავსე ბიჭო, როგორ მენანები“ – შაკო კვერენჩხილაძე გმირთა მოედანზე ავარიას ემსხვერპლა
5 ოქტომბერს თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი ახალგაზრდა შაკო კვერენჩხილაძე ემსხვერპლა. „სიკეთით სავსე ბიჭო, როგორ მენანები“, მთელი ბავშვობა წაიღე“, მომენატრები ჩემო კეთილო ძმაო“- ასეთი სიტყვებით იხსენებენ და ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭს მეგობრები. შემთხვევა წუხელ, გმირთა მოედანზე მოხდა. ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის […]
მერსედესი მოსრიალდა და ბოძს შეეჯახა – გმირთა მოედანზე 1 ადამიანი დაიღუპა
თბილისში, გმირთა მოედანზე ზოოპარკის ტერიტორიასთან ავარია მოხდა. მერსედესის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ბოძს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაზიანებებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე რამდენიმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყეს. […]
“ლუკა უკვე ძირს ეგდო გარდაცვლილი, ბავშვები ახლოს რომ მივიდნენ” – როგორ დაიღუპა მეხუთეკლასელი ბავშვი ქობულეთში
1 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში 11 წლის მოზარდი ტრაქტორზე გამობმულ თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი მეხუთეკლასელი ლუკა სურმანიძე ტყის პირას მეზობლის ბავშვებმა იპოვეს. ლუკა სურმანიძის ოჯახი და ახლობლები მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ საქმე ბავშვის დაუდევრობით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან გვაქვს. ბონდო სურმანიძე, დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი, ქობულეთის მერიის წარმომადგენელი სოფელ ცეცხლაურში: […]
მატანში ოპელი სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა – დაიღუპა 20 წლის მამაკაცი
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ მატანში მოხდა. “ოპელის” მარკის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ სამარშუტო ტაქსს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი მანქანაში მჯდომი 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, ორმა მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია, ის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.









