„სიკეთით სავსე ბიჭო, როგორ მენანები“ – შაკო კვერენჩხილაძე გმირთა მოედანზე ავარიას ემსხვერპლა

„სიკეთით სავსე ბიჭო, როგორ მენანები“ -  შაკო კვერენჩხილაძე გმირთა მოედანზე ავარიას ემსხვერპლა5 ოქტომბერს თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი ახალგაზრდა შაკო კვერენჩხილაძე ემსხვერპლა.

„სიკეთით სავსე ბიჭო, როგორ მენანები“, მთელი ბავშვობა წაიღე“, მომენატრები ჩემო კეთილო ძმაო“- ასეთი სიტყვებით იხსენებენ და ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭს მეგობრები.

შემთხვევა წუხელ, გმირთა მოედანზე მოხდა. ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 პრაიმტაიმი