ქობულეთში, ზღვის პირას მიმდინარე მშენებლობაზე ამწე წაიქცა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ერთი პირი. კაცი ბათუმში კლინიკაში გადაიყვანეს. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ყოფილი „ ინტურისტის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ტერიტორია ეკუთვნის კერძო კომპანიას. „დაშავებული ამწეზე მუშაობდა და როგორც ვიცით, გადმოხტომა მოახერხა“, – გვითხრეს პრესსამსახურში. ბათუმელები
კატეგორია: შემთხვევა
აჭარაში დეპუტატის მძღოლს ეძებენ
აჭარაში სტიქიის შედეგად დაკარგულ 61 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, ის მდინარე მეჯინისწყალმა გაიტაცა. შემთხვევა 1 ოქტომბერს მოხდა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა. ერთ-ერთმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო მძღოლი წყალმა ავტომობლთან ერთად წაიღო. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მძღოლია და შემთხვევის დროს სამსახურეობრივი ავტომობილით […]
თემქაზე გარდაცვლილები ცოლ-ქმარი აჩიკო და თინა ბარკალაიები არიან
თემქაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაცვლილები ცოლ-ქმარი – აჩიკო და თინა ბარკალაიები არიან. „პრაიმტაიმთან” მომხდარზე მოკლე კომენტარი გარდაცვლილთა შვილმა გააკეთა: „არაფერი ვიცით, რა მოხდა. რაც თქვენთვის არის ცნობილი, ის ვიცით თქვენ.” – ამბობს გარდაცვლილთა შვილი. 3 ოქტომბერს თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ორი წევრი გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პრაიმტაიმი
“გზაზე გადადიოდა და მერსედესი დაეჯახა” – წინანდალში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
თემქაზე ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში თემქაზე ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სახელდება. მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილებები ცოლ-ქმარი არიან. როგორც საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის ნაპოვნი და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სწორედ იმიტომ სახელდება. როგორც „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე ჩატარებული […]
ავარია ხრესილთან – 22 წლის მამაკაცი დაიღუპა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხრესილთან ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის ერთი მგზავრი – 22 წლის მამაკაცი, მძღოლი და ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით ტყიბულის და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს. დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. იპნ
ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ექსპერტიზის ბიუროში იდენტიფიცირებისთვის მიასვენებენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გაუჩინარებულ არასრულწოვანს ეძებენ, რომელიც დედ-მამასთან ერთად მეწყერში მოჰყვა. მაშველებმა მანამდე ამავე ტერიტორიაზე ქალის ცხედარიც იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში 200 მაშველი-მეხანძრეა ჩართული, რომლებიც თითქმის 20 საათია სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. იპნ
ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი 2 მამაკაცის ცხედარი და მანქანა იპოვეს
მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. „ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. […]
სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს
რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. ეძებენ მამას და მცირეწლოვან შვილს. ”სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სულ სამი ცხედარი. აქედან ორი იმყოფებოდა მანქანაში. რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს ქალის ცხედარი, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოების ოჯახის დანარჩენი წევრების საპოვნელად” – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. მეწყერი სოფელში გუშინ […]
“მგზავრმა გადახტომა მოასწრო, მძღოლს ეძებენ” – აჭარაში მდინარემ მანქანა გაიტაცა
აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ზანაქიძეების ხიდამდე მიაღწია. ამ წუთებში მდინარე მეჯინისწყალში სოფელ ზანაქიძეების ხიდიდან გადავარდნილი მანქანის გამოყვანას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური. ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. როგორც „პრაიმტაიმს” ხელვაჩაურის მერიაში განუცხადეს, მდინარეში ავტომანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. „მანქანა წყლიდან გამოყვანილია. […]









