“სოსო ფხაკაძეზე ყურმოჭრილს ვის ნახავდნენ?!” – ქეთევან ენუქიძე

"სოსო ფხაკაძეზე ყურმოჭრილს ვის ნახავდნენ?!" - ქეთევან ენუქიძესისხლიანი ბანერების ადგილები ვისოლის ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ “ოცნებას” უსასყიდლოდ დაუთმო.

ამას ქეთევან ენუქიძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ეხლა გასაგებია, რატომ დაუთმო მერიამ ფხაკაძეს ბანერები 890875 წლიანი ვადით…
მაგაზე ყურმოჭრილს ვის ნახავდნენ?
თან ბიუჯეტის ფული რომ გვაქვს გადახდილი ამ საზიზღრობაში….
გაბრიაძეს უფასოდ დაუთმოო, რომ გვაყვედრიან კიდეც.”