კატეგორია: სოციალური მედია

გიორგი ლობჟანიძე: ”მართლა პრახადნოი დვორი გახდა საქართველო…როგორ გამოაბუნძულეს ქართული მედია გუგუშის კონცერტიდან”

”დღეს ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტმა მითხრა, როგორ გამოაბუნძულეს ქართული მედია გუგუშის კონცერტიდან, არავის მისცეს მომღერალთან გასაუბრებისა და ჩაწერის საშუალება. სპორტის სასახლე თურმე გადაჭედილია ირანელებით. არადა, ბილეთის ფასი ძალიან ძვირია. მე უფრო სხვა რამე მაწუხებს: ეტყობა, მართლა პრახადნოი დვორი გახდა საქართველო, რომ ვინ ვისზე რას აქირავებს დედაქალაქის ცენტრში, აღარავინ არავის არაფერს ეკითხება! გუგუში კი არა, ალენ დელონი […]

,,ამ პიჟონ კალაძეს ისევ ნარმანია ჯობდა“ – კახა კალაძე საარჩევნო შტაბში Harley Davidson Springer-ით მივიდა

,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო შტაბში ლურჯი ფერის Harley Davidson Springer-ით მივიდა. ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა ,,მედიამოლი“ავრცელებს. კალაძის ამ სახით გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი. “ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო შტაბში (რომელიც “რუმსის” შენობაშია განთავსებული) ცოტა ხნის წინ მოტოციკლით მივიდა. კალაძე აქამდე ლურჯი ფერის Harley Davidson […]

ლევან კობიაშვილი: “ჩემი ხელფასი შეადგენს 0 ლარს” – ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან მიიღო 63.334.00 ლარი

– მსურს, გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის აბსურდულ განცხადებას, რომ თითქოსდა ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 12. 000 ლარს. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მას შემდეგ, რაც არჩეული ვარ გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და ვარ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კანონის შესაბამისად, არ ვიღებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, შესაბამისად, ჩემი, როგორც ფეხბურთის […]

ნუგზარ სულაშვილი: “ებრაელებს კი არა, საკუთარ საპატრიარქოს მოსთხოვეთ პასუხი”

 ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულა სულაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს შემდეგი შინაარსის სტატუსს: – ებრაელებს კი არა, საკუთარ საპატრიარქოს მოსთხოვეთ პასუხი ყოველი 100 მომლოცველიდან 99 არალეგალურად რომ რჩებოდა ისრაელში. 3.000 $ -იანი სტავკები ხომ არ გეუცხოებათ? არც მომღერლები აკლებდნენ ხელის მოთბობას სანამ მესაზღვრეებმა სიმღერა და ინსტრუმენტებზე დაკვრა არ მოითხოვეს… დაგვცინიან-ო… დაგცინებენ შე მამაძაღლო, აბა რა […]

ნანუკა ჟორჟოლიანი ქართველ კალათბურთელებს იცავს _ “მხოლოდ გამარჯვებულები არ უნდა გვევასებოდეს!”

ევრობასკეტზე ლიტვის დამარცხების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო, რამაც ქომაგების კრიტიკა გამოიწვია. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე ამ ამბავს ასე გამოეხმაურა: “ერთ დღეს გმირებად ვაქცევთ, მეორე დღეს ისე ვაკრიტიკებთ. ასეთი უკიდურესობების ქვეყანა ვართ ჩვენ. მხოლოდ გამარჯვებულები არ უნდა გვევასებოდეს! კალათბურთი ჩვენი თამაშია ??“

ირინა სარიშვილი – “მე და ჩემი შვილები ყველაფერს მოვერევით, იმიტომ, რომ ზღაპარში ვართ”

ირინა სარიშვილმა თავისი შვილების შესახებ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “მარტო ვართ ეხლა მე და პატარები სახლში. ვუყურებ როგორ ჭყავიან, მხიარულობენ და არ იძინებენ და სიზმარში მგონია თავი. თითქოს ახალი არაფერი ხდება – მე ასე ვცხოვრობ 20 წელზე მეტია, მაგრამ მაშინ პოლიტიკა მართმევდა დიდ დროს, რაც ბავშვებისთვის უნდა დამეთმო (ამაზე უახლოეს დღეებში დავწერ), არც ასე ყოველდღიურად […]

“ჩემი სისხლი ვერ ღებულობს სხვა ქვეყნის ჰაერს… ამ მოხუცების და შარდის სუნით ჩემი ფილტვები შეშინებულია” – რას ფიქრობს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაკა თათელიშვილი

ცოტა ხნის წინ იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა მაკა თათელიშვილმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ემიგრანტობა არ არის იოლი, თუმცა ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან. ბევრი მინახავს შეჩვეული და არავის ვუმტყუნებ, უბრალოდ მე ვერასოდეს შევეჩვევი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე მეტად მიყვარს სამშობლო და ოჯახი. ჩემი ორგანიზმი,ჩემი სისხლი ვერ ღებულობს სხვა ქვეყნის ჰაერს. აქედან, რომ ჩავედი სახლში და […]

ზალიკო ბერგერი – ”ბათუმში მიშა უნდა ჩამოიყვანოთ მერად, თუ არა და კახუჩელა იქნება მერი”

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ზალიკო ბერგერის მონოლოგი გამოქვეყნდა, რომელშიც ქართველი მემოდელე ბათუმზე ფრიად საინტერესოდ საუბრობს. ”ბათუმში მიშა უნდა ჩამოიყვანოთ, თორემ სიჩუმე იქნება ქალაქში, თორემ კახუჩელა იქნება მერი… ერთი კაცი იყო, რომელმაც ეს ჭაობი აქცია დედაქალაქად” – ამ პათოსითაა განმსჭვალული მცირედით შემთვრალი ზალიკოს რამდენიმეწუთიანი მონოლოგი, რომელმაც სოცქსელები ძალიან გაამხიარულა.

ელისო კილაძე – “ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებაო”

რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ფეისბუქში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “თუ ეს ამბავი მართალია, მაშინ”ქართულ ოცნებაშიც”და კარის ოპოზიციაშიც დიდი აურზაური დაიწყება. ინფორმაციამ გამოჟონა,ადგილობრივი არჩევნების მერე ბიძინა ივანიშვილი დიდი საკადრო წმენდისთვის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებაო.”

ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფში

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შეკვეთილში  სასტუმრო  Paragraph-შია გადაღებული. ფოტომ რამდენიმე წუთში მოწონების რეკორდი მოხსნა და სოციალური ქსელის მომხმარებელთა სიმპათია დაიმსახურა. ექსკლუზივნიუსი