კატეგორია: სპორტი

სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა

სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა

ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი იაპონიაში “ჰაცუ ბაშოს” სუმოისტთა ტურნირზე 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული. დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვან შეხვედრაში ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა. ინტერპრესნიუსი

ფილიპე კოუტინიომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა

ფილიპე კოუტინიომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა

ბარსელონას ბრაზილიელმა ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ თავისი გუნდის შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. კოუტინიოს დებიუტი ესპანიოლის წინააღმდეგ შედგა და ბრაზილიელი ნახევარმცველი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია ის რომ კოუტინიო 2012 წელს ესპანიოლის შემადგენლობაში თამაშობდა. მატჩის შემდეგ კოუტინიომ აღიარა რომ ძალიან ღელავდა, თუმცა როდესაც მოედანზე შევიდა, მაშინვე დამშვიდდა: ”გულშემატკივრები იმდენად თბილად შემხვდნენ რომ ღელვამ გამიარა და თამაშისგან სიამოვნება […]

როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა

როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება. ნახევარფინალში ფედერერმა ადვილად დაამარცხა კორეელი ჰეონ ჩანგი, რომელმაც მეორე სეტის ბოლოს ტრავმის გამო თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. ფედერერი ძალიან დამაჯერებლად იგებდა შეხვედრას, ამიტომ სავარაუდოდ ის ისედაც მიიყვანდა საქმეს ბოლომდე. შეგახსენებთ რომ ფედერერმა შარშანაც მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და მას […]

რეალი ესპანეთის თასს გამოეთიშა

რეალი ესპანეთის თასს გამოეთიშა

მადრიდის რეალი ესპანეთის თასის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში ლეგანესთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მადრიდელებმა პირველი მატჩი 1:0 მოიგეს და განმეორებით შეხვედრაში მათ ფრეც აძლევდათ ხელს, მაგრამ რეალმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა და 1:2 დამარცხდა. ლეგანესისთვის ეს ისტორიული გამარჯვებაა, ხოლო რეალი კი სერიოზულ კრიზისშია და ამას კრიშტიანო რონალდუც აღიარებს. რონალდუს თქმით ამჟამად რეალს რთული პერიოდი […]

მარინ ჩილიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა

მარინ ჩილიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა

ხორვატი ჩოგბურთელი მარინ ჩილიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ჩილიჩმა ნახევარფინალში ბრიტანელი ჩოგბურთელი კაილ ედმუნდი დაამარცხა სამ სეტში და თავის კარიერაში მესამედ ის დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშებს. ჩილიჩს 2014 წელს ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული, ხოლო შარშანდელ სეზონში კი ის უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც როჯერ ფედერერთან დამარცხდა. ამჯერად ჩილიჩის მეტოქე სავარაუდოდ ისევ ფედერერი იქნება, […]

მბაპეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

მბაპეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის კილიან მბაპეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ახალგაზრდა ფორვარდი მალე დაუბრუნდება მოედანს. მბაპემ ტრავმა ლიონთან შეხვედრაში მიიღო და ის პირველივე ტაიმში შეცვალეს. მბაპე ერთ-ერთ ეპიზოდში ლიონის მეკარეს დაეჯახა და მოედანზე ცუდად დაეცა, რის შემდეგაც მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. პსჟ-ს მეორე ლიდერს ნეიმარს, ასევე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედანს თებერვლის […]

მასკერანომ ბარსელონა ოფიციალურად დატოვა

მასკერანომ ბარსელონა ოფიციალურად დატოვა

ბარსელონას არგენტინელმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ ბარსელონა ოფიციალურად დატოვა. უკვე იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი რომ მასკერანო კარიერას ჩინეთში გააგრძელებდა, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ იყო. მასკერანო 33 წლის არის და ბოლო პერიოდში ის იშვიათად ხვდებოდა ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ მისი წასვლა მოსალოდნელი იყო. ჩინეთში მასკერანოს, ისევე როგორც სხვა ლეგიონერებს მაღალი ანაზღაურება ექნება. არგენტინელი მცველი ბარსელონაში […]

რაფაელ ნადალი მარინ ჩილიჩთან დამარცხდა

რაფაელ ნადალი მარინ ჩილიჩთან დამარცხდა

ავსტრალიის ღია პირველობას კიდევ ერთი ფავორიტი გამოეთიშა. ამჯერად რაფაელ ნადალმა განიცადა მარცხი ხორვატ ჩოგბურთელთან მარინ ჩილიჩთან. ნადალმა მე-5 სეტში ტრავმა მიიღო რის შემდეგაც მან თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია რომ 4 სეტი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე სეტის ბოლოს ნადალს უკვე დაეტყო დაღლილობა და ძველმა ტრავმამაც ესპანელ ჩოგბურთელს თავი შეახსენა. ჩილიჩი ნახევარფინალში ბრიტანელ კაილ ედმუნდს […]

კლოპმა სუონსისთან უკვე მესამედ წააგო

კლოპმა სუონსისთან უკვე მესამედ წააგო

ლივერპულმა სუონსისთან უკვე მესამედ წააგო მას შემდეგ რაც იურგენ კლოპი ლივერპულის მწვრთნელი გახდა. ამდენი წაგება კლოპს პრემიერ ლიგის არცერთ გუნდთან არა აქვს და ყველაზე უცნაური ის არის რომ სუონსი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. ასე იყო შარშანაც, როდესაც სუონსიმ ლივერპული მაშინ დაამარცხა, როდესაც ისინი ბოლო ადგილს იკავებდნენ, თან მაშინ ეს ლივერპულში მოხდა. ამჯერად კლოპის გუნდმა […]

ალექსის სანჩესმა მანჩესტერ იუნაიტედზე ისაუბრა

ალექსის სანჩესმა მანჩესტერ იუნაიტედზე ისაუბრა

მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა თავის ახალ კლუბზე ისაუბრა და თქვა რომ ის ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს და მანჩესტერ იუნაიტედს მაქსიმალურად დაეხმარება მათ მოპოვებაში: ”ეს გუნდი იმიტომ ავირჩიე რომ მანჩესტერს უმაღლესი მიზნები აქვს და ყველა ტურნირში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. ვგრძნობ რომ აქაურობა ძალიან შემიყვარდება და ბევრ წარმატებას მივაღწევ”–განაცხადა ალექსის სანჩესმა. სანჩესი უკვე მანჩესტერშია და სავარაუდოდ რამდენიმე […]