მანჩესტერ სიტი მზად არის ლიონელ მესის შესაძენად 400 მილიონი ევრო გადაიხადოს. მესის ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაუფორმებია და სწორედ ეს აძლევს იმედს მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობას. მესის ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, ამიტომ მისი პოზიცია უცნობია. ბარსელონამ უკვე დაკარგა ერთი ლიდერი ნეიმარის სახით, ამიტომ კატალონიელები ყველანაირად ეცდებიან მესის შენარჩუნებას. მესი მთელი კარიერის მანძილზე […]
კატეგორია: სპორტი
ანჩელოტის 50 მილიონს სთავაზობენ
იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა შვებულება შეწყვიტოს. ცოტა ხნის წინ, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მინიმუმ 10 თვით უქმად ყოფნას და დასვენებას აპირებს. მაგრამ არაბეთის გაერთიანებული საემიროების წინადადების შემდეგ – შესაძლოა მისი გეგმები შეიცვალოს. იტალიელი ჟურნალისტის ტანკრედი პალმერის მტკიცებით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების გაწვრთნისთვის – ანჩელოტის წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობენ. კარლო ანჩელოტის ჯერ-ჯერობით თანხმობა არ […]
დანი კარვახალმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
მადრიდის რეალის მცველს დანი კარვახალს გულის პრობლემები აღმოუჩინეს, რის გამოც მან შესაძლოა 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულოს. ჯერჯერობით ექიმებს ზუსტი პროგნოზი არ გაუკეთებიათ შეძლებს თუ არა კარვახალი კარიერის გაგრძელებას, მაგრამ რეალში ადასტურებენ, რომ დანის გულის პრობლემები აქვს. იმ შემთხვევაში თუ ის კარიერას გააგრძელებს შესაძლოა მას სერიოზული სირთულეები შეექმნას. კარვახალი რეალის აღზრდილია და თავის პოზიციაზე ის […]
იუპ ჰაინკესს ბაიერნის მწვრთნელობა შესთავაზეს
ბაიერნის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი იუპ ჰაინკესი გახდა, რომელიც ამ გუნდიდან 2013 წელს წავიდა. ჰაინკესმა აღიარა, რომ ბაიერნის ხელმძღვანელობამ მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ ჰაინკესის თქმით მას დაფიქრება სჭირდება გადაწყვეტილების მიღებამდე. ”4 წელია ფეხბურთთან შეხება არ მქონია და ასე უცებ დაბრუნება ჩემთვის რთული იქნება. ბაიერნს დიდ პატივს ვცემ, ამიტომ მათ წინადადებაზე დავფიქრდები. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში […]
დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნა სურს
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მას არგენტინის ნაკრებში სურს მუშაობა. სიმეონეს თქმით არგენტინის ნაკრების თავკაცობა უდიდესი პატივია ნებისმიერი მწვრთნელისთვის, თუმცა ამჟამად ის მხოლოდ ატლეტიკოზე ფიქრობს. ” მინდა რომ ერთ დღეს არგენტინის ნაკრებში ვიმუშაო, რადგან ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ატლეტიკოში ვარ და ამ გუნდთან ერთად ყოველდღე ფეხბურთით ვსუნთქავ”– […]
სერხიო აგუერომ შესაძლოა ორი თვე გამოტოვოს
მანჩესტერ სიტის ფორვარდი სერხიო აგუერო პარასკევს, ამსტერდამში ავარიაში მოყვა, რის გამოც მან გარკვეული დაზიანებები მიიღო. ინციდენტის დროს აგუერო საჭესთან არ იჯდა და ავარია მისი ბრალი არ ყოფილა. ამჟამად არგენტინელი ფორვარდი მანჩესტერში იმყოფება და რეაბილიტაციის კურსს გადის. ექიმების დიაგნოზის თანახმად აგუერო დაახლოებით 2 თვეს გამოტოვებს და მისი არყოფნა მანჩესტერ სიტისთვის უდაოდ დიდი დანაკლისი იქნება. აგუერო ასევე […]
რეალი ჰარი კეინის შეძენას აპირებს
მადრიდის რეალი ახალი ფორვარდის ძიებაშია, რადგან გარეტ ბეილი და კარიმ ბენზემა საკმაოდ ხშირად იღებენ ტრავმებს. მადრიდელების მთავარი სამიზნე ტოტენჰემის ფორვარდი ჰარი კეინია, რომელიც ამჟამად ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება. რეალი მზად არის კეინის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ტოტენჰემი თავისი მთავარი ფორვარდის ადვილად დათმობას არ აპირებს. ტოტენჰემის მფლობელებმა უკვე არაერთი განცხადება გააკეთეს იმის თაობაზე, […]
კარლო ანჩელოტი სავარაუდოდ იტალიურ გუნდს გაწვრთნის
კარლო ანჩელოტი ბაიერნიდან წასვლის შემდეგ ფეხბურთისგან რამდენიმე თვით დასვენებას აპირებს, ხოლო შემდეგ კი მის გეგმებში იტალიაში დაბრუნება შედის. ანჩელოტიმ აღიარა, რომ მას სამშობლოში მუშაობა მოენატრა და იტალიაში სიამოვნებით დაბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარლო თავის სამწვრთნელო კარიერას, მაგრამ ბევრი თვლის, რომ ანჩელოტი მილანს ჩაუდგება სათავეში. მილანში ანჩელოტი უკვე მუშაობდა და 2003 წელს მან […]
გარეტ ბეილი საქართველოს ნაკრებთან არ ითამაშებს
გარეტ ბეილი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. ექიმებს ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ უელსის ნაკრების ლიდერი შეძლებდა თამაშს, მაგრამ ბეილმა ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა. უელსელებისთვის ბეილის არყოფნა უდიდესი დანაკლისია და მის გარეშე უელსის ნაკრებს ყოველთვის უჭირს წარმატებისთვის მიღწევა. საქართველოსთან შეხვედრა უელსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვთ. საქართველოს ნაკრები უელსის […]
ბაიერნის მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა ლუის ენრიკეს, თუმცა თვითონ ესპანელი სპეციალისტი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამჟამად ბაიერნი მწვრთნელის გარეშეა და მწვრთნელის მოვალეობას დროებით ვილი სანიოლი ასრულებს. პსჟ-სთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და ბაიერნი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. ყველაზე რეალურ კანდიდატად ტომას ტუჰელი სახელდება, […]










