კატეგორია: სპორტი

დიეგო კოსტა ლონდონში დაბრუნდა

დიეგო კოსტა ლონდონში დაბრუნდა

ლონდონის ჩელსის ფორვარდი დიეგო კოსტა ლონდონში დაბრუნდა და ის ჩელსის მეორე გუნდთან ერთად ივარჯიშებს. კოსტამ სამი თვე ბრაზილიაში გაატარა და თავდაპირველად მას ლონდონში დაბრუნება არ სურდა, მაგრამ საბოლოოდ ის დათანხმდა ჩელსის დუბლებთან ერთად ვარჯიშს. ყველასთვის ცნობილია, რომ იანვარში კოსტა ჩელსის დატოვებს და თავის ყოფილ გუნდს მადრიდის ატლეტიკოს შეურთდება, სადაც ის ჩელსიმდე თამაშობდა. დიეგომ ჩელსის დატოვება […]

არგენტინამ ვენესუელას ვერ მოუგო და მდგომარეობა გაირთულა

არგენტინამ ვენესუელას ვერ მოუგო და მდგომარეობა გაირთულა

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ვენესუელა მიიღო და მისი დამარცხება ვერ მოახერხა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და არგენტინის ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ამჟამად არგენტინელები ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებენ და არსებობს რეალური საფრთხე იმის, რომ ისინი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ. ვენესუელასთან არგენტინის ნაკრები სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ თავისი უპირატესობა მათ გოლებში ვერ გამოსახეს […]

ისრაელის კალათბურთელები საქართველოსთან მატჩის მერე გაქურდეს – რა მოხდა თელ ავივის სასტუმრო ”ჰილტონში”

ისრაელის კალათბურთელები საქართველოსთან მატჩის მერე გაქურდეს - რა მოხდა თელ ავივის სასტუმრო ”ჰილტონში”

ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფის მასპინძელი ისრაელის ნაკრების წევრები, რომლებიც გუშინ საქართველოსთან ოვერტაიმში 91:105 დამარცხდნენ, გაქურდეს. ისრაელის ნაკრების კალათბურთელებმა სასტუმროში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მოპარულია ფული და საკრედიტო ბარათები. ისრაელის ნაკრები, როგორც ყველა B ჯგუფის მონაწილე გუნდი, თელ-ავივში სასტუმრო “ჰილტონშია” გაჩერებული. გაქურდულთა შორისაა ლიტვის ნაკრების მოთამაშე დონატას მოტეიუნასიც, რომელსაც 6.000 ევრო მოპარეს და ასევე, ისრაელის ნაკრების […]

თრილერი თელ ავივში – საქართველომ ისრაელი ოვერტაიმში დაჯაბნა

თრილერი თელ ავივში - საქართველომ ისრაელი ოვერტაიმში დაჯაბნა

რამდენიმე წუთის წინ თელ ავივში დასრულდა ევრობასკეტის მორიგი ტურის მატჩი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის. შეხვედრა საოცრად დრამატული გამოდგა. პირველი ტაიმი ისრაელმა 49:47 მოიგო. მესამე მეოთხედიც დაძაბულად წარომართა და ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები 3 ქულას იგებდნენ – 70;67. მეოთხე მეოთხედში ქართველებმა თამაშს მოუმატეს და მატჩის ბოლოს წინაც გავიდნენ დიქსონის 3 ქულიანი ტყორცნის შემდეგ, მაგრამ ებრაელებმა […]

რეალი გარეტ ბეილის გაყიდვას არ აპირებს

რეალი გარეტ ბეილის გაყიდვას არ აპირებს

მადრიდის რეალი თავისი უელსელი ფორვარდის გარეტ ბეილის გაყიდვას არ აპირებს. ბოლო დროს ხშირად ისმოდა ჭორები იმის შესახებ რომ გარეტ ბეილს რეალი უნდა დაეტოვებინა და ინგლისში დაბრუნებულიყო, მაგრამ რეალს ბეილთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. უელსელი ფეხბურთელი რეალში დარჩება და ზინედინ ზიდანი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ბეილი 2013 წელს გახდა რეალის ფეხბურთელი, როდესაც მადრიდულმა კლუბმა მის ტრანსფერში […]

კილიან მბაპემ მონაკოს ფანებს მიმართა

კილიან მბაპემ მონაკოს ფანებს მიმართა

მონაკოს ყოფილმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ამ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა და თქვა, რომ ისინი ყოველთვის ეყვარება. მბაპე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, მაგრამ მონაკოს გულშემატკივრები არასოდეს დაავიწყდება. ”ვიცი, ჩემს მიმართ ბევრი სიძულვილს გრძნობს, რადგან პსჟ-ში გადავედი. მე ნაწილობრივ მესმის ამ ადამიანების, რადგან მათ უნდოდათ, რომ მონაკოში დავრჩენილიყავი, მაგრამ მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე. მიუხედავად ამისა, მონაკოს გულშემატკივრების მიმართ მხოლოდ […]

ბარსელონამ ზაფხულში დიბალას ყიდვაზე უარი თქვა

ბარსელონამ ზაფხულში დიბალას ყიდვაზე უარი თქვა

იტალიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ბარსელონას პაულო დიბალას ყიდვა შეეძლო, მაგრამ კატალონიელებმა უარი თქვეს, რადგან ფელიპე კოუტინიოს შეძენას აპირებდნენ. იუვენტუსი თანახმა იყო, რომ დიბალა 120 მილიონ ევროდ გაეყიდა, მაგრამ ბარსელონამ ამ თანხის გადახდა არ ისურვა, თან მათ აქცენტი კოუტინიოს ტრანსფერზე ჰქონდათ გაკეთებული. საბოლოოდ, ბარსელონამ ვერ მოახერხა კოუტინიოს ყიდვა და მხოლოდ […]

ვლადიმირ ვაისი: ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ

ვლადიმირ ვაისი: ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ

ხვალ საქართველოს ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ მატჩს გამართავს ავსტრიის ნაკრებთან. ვენაში ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. _ ნაკრები უმოტივაციოდ არის, როგორ ემზადება ხვალინდელი მატჩისთვის? _ ჩვენც ისევე შევეცდებით 3 ქულის აღებას, როგორც ავსტრია. ჩვენ ვენაში ქალაქის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ. _ გუნდი დღეს […]

მარკო ვერატის აზრით ისკო მესიზე უკეთესია

მარკო ვერატის აზრით ისკო მესიზე უკეთესია

ფრანგული პსჟ-ს და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ისკო ალკორკონზე ისაუბრა და თქვა, რომ ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად მესიზე უკეთესია. ”ისკოს წინააღმდეგ თამაშმა დამტანჯა. ვაღიარებ, მას ვერაფერი მოვუხერხე, რადგან ის უბრალოდ შესანიშნავად მოქმედებდა მოედანზე. ასეთ რამეებს ლიონელ მესიც ვერ აკეთებს ხოლმე”– განაცხადა მარკო ვერატიმ. იტალიის ნაკრებმა სტუმრად ესპანელებთან 0:3 წააგეს და ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ისკო […]

ანტუან გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედში მაინც გადავა

ანტუან გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედში მაინც გადავა

მადრიდის ატლეტიკოს ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედს სავარაუდოდ იანვარში შეუერთდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გრიზმანი თანახმაა, რომ კარიერა ინგლისში გააგრძელოს და მხოლოდ გუნდებს შორის შეთანხმების მიღწევაა დარჩენილი იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდეს. მანჩესტერი სავარაუდოდ 90 მილიონ ევროს გადაიხდის, რადგან ამაზე ნაკლებად ატლეტიკო თავის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს არ დათმობს. ნიშანდობლივია რომ 7 ნომერი მანჩესტერ იუნაიტედში თავისუფალია […]