კატეგორია: სპორტი

ივან რაკიტიჩმა ტრავმა მიიღო

ივან რაკიტიჩმა ტრავმა მიიღო

ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ხორვატიის ნაკრებში თამაშის დროს ტრავმა მიიღო, ამიტომ მან ნაკრები დატოვა და ბარსელონაში ნაადრევად დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რაკიტიჩის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მან შესაძლოა მაინც გამოტოვოს ბარსელონას შემდეგი მატჩი ესპანიოლთან, რომელიც 9 სექტემბერს გაიმართება. რაკიტიჩის არყოფნაში მის ადგილს სავარაუდოდ ბრაზილიელი პაულინიო დაიკავებს, რომელიც ბარსელონას ახალწვეულია და მასზე კატალონიური გუნდი […]

ქართველ კალათბურთელებს წაგება ჩვევად ექცათ – ამჯერად უკრაინასთან 81:88

ქართველ კალათბურთელებს წაგება ჩვევად ექცათ - ამჯერად უკრაინასთან 81:88

გერმანიასთან დამარცხების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ შედარებით სუსტ უკრაინასთან ქართველი კალათბურთელები დღეს წარმატებას მიაღწევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. შეხვედრა უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 88:81. პირველი მეოთხედი უკრაინამ 21:20 მოიგო, მეორე – 30:18 და შესვენებაზე 13 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში საქართველომ ცოტა გაიბრძოლა, 25:16 მოიგო და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, მაგრამ […]

ვაისი – “ბავშვურ გოლებს ვუშვებთ”

ვაისი - "ბავშვურ გოლებს ვუშვებთ"

ირლანდიასთან ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს და ირლანიის მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ვლადიმერ ვაისმა კმაყოფილება გამოთქვა ირლანდიასთან მოპოვებული ქულით, თუმცა: ვლადიმერ ვაისი: გვინდოდა სამი ქულა, მაგრამ თამაშის გათვალისწინებით მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ჩვენი მეტოქე ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია და ასეთ ძლიერ გუნდთან შედეგი დამაკმაყოფილებელია. ჩვენი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიწყეთ წაგებით და მოვლენათა შემდეგი […]

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან პირველად არ წააგო

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან პირველად არ წააგო

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ირლანდიას უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ირლანდიელებმა ანგარიში მე–4 წუთზე გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებმა კი ვაკო ყაზაიშვილის გოლის წყალობით 34–ე წუთზე ანგარიში საყაიმო გახადა. მეორე ტაიმმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა და გოლის გატანის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ირლანდიელებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, საქართველოს […]

საქართველომ ევრობასკეტზე გერმანიასთან წააგო

საქართველომ ევრობასკეტზე გერმანიასთან წააგო

საქართველოს ნაკრებმა დღეს ევრობასკეტზე მეორე მატჩი გამართა. მისი მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო. პირველ ტურში ორივე გუნდმა გაიმარჯვა. გერმანიამ უკრაინას მოუგი, საქართველომ – ლიტვას. შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ 19:19 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი გერმანელები დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 41:36 მოიგეს. მესამე მეოთხედი ქართველებმა კარგად დაიწყეს და 48:45 იგებდნენ კიდეც, მაგრამ მათი უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გერმანელებმა […]

უეფამ პსჟ-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უეფამ პსჟ-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა) საფრანგეთის პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ფინანსური კომიტეტის საგამოძიებო პალატა, პარიზის კლუბის მიერ “სამართლიანი თამაშის” (Fair Play) რეგულაციებს გადაამოწმებს. უეფას წარმომადგენლებს, სატრანსფერო ბაზარზე პსჟ-ს საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვი, ამ წლის ზაფხულში გაუჩნდათ. აღნიშნავენ, რომ ოფიციალური კომენტარები გამოძიების დამთავრებამდე არ გაკეთდება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დაიხურა. ბოლო დღეს პსჟ-ს […]

ნეიმარმა ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა

ნეიმარმა ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ მის მეგობარს ამჟამად რთული პერიოდი აქვს. ნეიმარის აზრით, კოუტინიომ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს და პრობლემებს მოერიოს. ” ფილიპე ჩემი მეგობარია და მინდა მას ბედნიერს ვხედავდე, მაგრამ ამჟამად მას მძიმე ზაფხული ჰქონდა და მისი მომავალი ისევ გაურკვეველია. კოუტინიო ამჟამად სევდიანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ის უფრო ძლიერი […]

ბარსელონამ ანდრე გომეში ტოტენჰემში არ გაუშვა

ბარსელონამ ანდრე გომეში ტოტენჰემში არ გაუშვა

ბარსელონამ თავისი პორტუგალიელი ნახევარმცველის ანდრე გომეშის გაყიდვაზე უარი თქვა. როგორც აღმოჩნდა გომეშის შეძენა ლონდონის ტოტენჰემს სურდა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ბოლო მომენტში ამ ტრანსფერზე უარი თქვა. ბარსელონას გომეშის იჯარით გაშვება სურდა, მაგრამ კატალონიელებმა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და ანდრე გომეში ბარსელონაში დარჩა. გომეში ბარსელონამ გასულ ზაფხულს შეიძინა და ის შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება იყო. მიუხედავად […]

როჯერ ფედერერმა ამერიკის ღია პირველობაზე რთული შეხვედრა მოიგო

როჯერ ფედერერმა ამერიკის ღია პირველობაზე რთული შეხვედრა მოიგო

ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა, თუმცა ამისთვის მას ვეტერან მიხაილ იუჟნისთან 5 სეტის თამაში მოუწია. როჯერმა მეორე და მესამე სეტი წააგო, თუმცა საბოლოოდ გადამწყვეტ მომენტებში მან მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. გამარჯვების მიუხედავად როჯერი არ არის ოპტიმალურ ფორმაში და ამას თვითონ ფედერერიც აღიარებს. შემდეგ წრეში ფედერერს საკმაოდ რთული შეხვედრა ელის ფელისიანო […]

ნინო ოძელაშვილი ყელზე ჩამოკიდებული ჯვრისთვის მსაჯებმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს

ნინო ოძელაშვილი ყელზე ჩამოკიდებული ჯვრისთვის მსაჯებმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს

ნინო ოძელაშვილი დღეს, 1 სექტემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. ამის მიზეზი გახდა ყელსაბამი, რომელიც ნინო ოძელაშვილს ეკეთა. კომენტატორმა, რომელსაც ჩემპიონატი ქართულ ენაზე მიჰყავდა, განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას ჯვარი ეკეთა. დაპირისპირების დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, ქართველი კი ამ დროს ნიგერიელ ვინი გოფიტს 1:0-ს ამარცხებდა. როგორც “ფეისბუკზე” ნინო ოძელაშვილის გულშემატკივრები წერენ, სპორტსმენს, […]