მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა 2:1. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და შეხვედრის 24–ე წუთზე არტურო ვიდალმა ბაიერნი დააწინაურა. მანვე ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ტაიმის ბოლოს და ეს ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კრიშტიანო რონალდომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე–60 წუთზე კი ბაიერნის ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი გააძევეს, […]
კატეგორია: სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრავმა მიიღო
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მან უარი თქვა მაროკოში მიმდინარე ტურნირში ასპარეზობაზე. ბასილაშვილმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და გადაწყვიტა, რომ ჩოგბურთისგან მცირე ხნით პაუზა აეღო. ნიკა უკვე მაროკოში იყო და პირველი მატჩისთვის ემზადებოდა, თუმცა მას გეგმები შეეცვალა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ბასილაშვილის ტრავმა. შეგახსენებთ, რომ ნიკამ დევისის თასის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, […]
მარკ ბარტრას მდგომარეობა სტაბილურია
დორტმუნდის ბორუსიის ესპანელი მცველი მარკ ბარტრა ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, რადგან მან აფეთქების შედეგად ხელზე დაზიანება მიიღო. აფეთქებები სამშაბათს მოხდა, დორტმუნდელების ავტობუსის ახლოს და აფეთქების შედეგად მხოლოდ მარკ ბარტრა დაშავდა. ბარტრას მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ბარტრა საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს. ბუნებრივია ბარტრა გამოტოვებს მონაკოსთან შეხვედრას, რომელიც გუშინ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ […]
ლუის ენრიკე: ”ბარსელონას ნახევარფინალში გასვლის შანსები მაინც აქვს”
ბარსელონას მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იუვენტუსთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს შეუძლია საკუთარ მოედანზე 4 გოლის გატანა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა: — ტურინში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და დამსახურებულად წავაგეთ, თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ იღბალი ჩვენს მხარეზე არ იყო. განმეორებით შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეგვიძლია. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, რომ ისინი ნოუ […]
ბორუსიას და მონაკოს მატჩი აფეთქების გამო გადაიდო
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა დორტმუნდის ბორუსიას და მონაკოს შორის გადაიდო. მატჩი დორტმუნდში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე სასტუმროს წინ, სადაც ბორუსია იმყოფებოდა, სამი აფეთქება მოხდა, ერთ–ერთი მათგანი გუნდის ავტობუსითან ახლოს. აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ის ბორუსიას მცველი მარკ ბარტრაა. ბარტრა ამჟამად საავადმყოფოშია და მას სერიოზული დაზიანებები არა აქვს. ბორუსია––მონაკოს შეხვედრა […]
არსენ ვენგერის მომავალი გაურკვეველია
არსენალმა კრისტალ პალასთან სტუმრად 0:3 წააგო და ამ მარცხის შემდეგ არსენალს ძალიან გაუჭირდება პირველ ოთხეულში მოხვედრა. არსენალის გულშემატკივრები უკვე აქტიურად ითხოვენ არსენ ვენგერის გუნდიდან წასვლას, მაგრამ თვითონ ფრანგი სპეციალისტი ჯერჯერობით ამის გაკეთებას არ აპირებს. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვენგერმა განაცხადა, რომ მან არ იცის თუ რა მოხდება სეზონის ბოლოს და მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია არსენალში ზაფხულში […]
დიეგო სიმეონემ ლესტერთან მატჩზე ისაუბრა
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლესტერთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მის გუნდს რთული მატჩები ელის. სიმეონეს თქმით, ლესტერი ბევრ რამეში ჰგავს ატლეტიკოს და ამ ორ გუნდს თამაშის ერთნაირი სტილი აქვს. პირველი მატჩი მადრიდში ოთხშთაბათს, 12 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი კი 18 აპრილს. აღსანიშნავია, რომ ლესტერი და ატლეტიკო ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ევროტურნირებზე. პირველად […]
ედგარდო ბაუსა არგენტინის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება
არგენტინის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება, რადგან ედგარდო ბაუსა დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ეს ინფორმაცია არგენტინის საფეხბურთო ფედერაციაშიც დაადასტურეს. ბაუსა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს, რადგან 8 შეხვედრიდან მისი ხელმძღვანელობით არგენტინამ მხოლოდ სამი მოიგო. გარდა ამისა, არგენტინის ნაკრები შესაძლოა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდეს, რაც უდიდესი წარუმატებლობა იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ნაკრების მომავალი მწვრთნელი. არგენტინის […]
მატს ჰუმელსი სავარაუდოდ რეალთან შეხვედრას გამოტოვებს
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი ტრავმირებულია და სავარაუდოდ ის რეალთან პირველ მატჩს გამოტოვებს. ჰუმელსმა ტრავმა ბორუსიასთან შეხვედრის დროს მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა. ჰუმელსის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ შესაძლოა მან რეალთან პირველი შეხვედრა გამოტოვოს, რომელიც ოთხშაბათს მიუნხენში გაიმართება. ექიმები ჯერჯერობით საბოლოო პროგნოზს არ აკეთებენ, ამიტომ არსებობს მცირე შანსი, რომ ჰუმელსი ოთხშაბათს მოედანზე […]
ტონი ადამსი გრანადას მწვრთნელი გახდა
არსენალის ყოფილი კაპიტანი ტონი ადამსი სეზონის ბოლომდე ესპანურ გრანადას უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია გრანადამ ოფიციალურად დაადასტურა. იმ შემთხვევაში თუ ადამსი თავის სამუშაოს წარმატებულად გაართმევს თავს, ის შესაძლოა მომავალ სეზონშიც დარჩეს გრანადაში. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ადამსი რამდენიმე ინგლისურ გუნდს წვრთნიდა, თუმცა ნაკლები წარმატებით და სავარაუდოდ მას გრანადაშიც არ ელის იოლი ცხოვრება, რადგან ამჟამად ეს გუნდი ესპანეთის […]










