მას შემდეგ, რაც პორტუგალიელ ფეხმბურთელს, დანიელე რუგანს კორონავირუსი აღმოაჩნდა, კრიშტიანუ რონალდო კარანტინში გადავიდა. მედიის ინფორმაციით, რონალდო მადეირაში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც დედის მოსანახულებად ჩავიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა. აღსანიშნავია, რომ 8 მარტს მატჩის წინ რონალდო და რუგანი ერთად იმყოფებოდნენ და თამაშის შემდეგ საერთო ფოტოც გადაიღეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი რონალდოს.
კატეგორია: სპორტი
მადრიდის რეალის ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს
მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც სპორტული კლუბისრამდენიმე კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ კლუბის მენეჯმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. „რეალ მადრიდის“ კლუბი აცხადებს, რომ ჩვენს კალათბურთის გუნდის წევრებს ვირუსი დაუდგინდათ, მას შემდეგ რაც ტესტი გაიარეს. დღეიდან კლუბი მიჰყვება რეკომენდაციებს და ათავსებს კალათბურთის და ფეხბურთის გუნდების წევრებს კარანტინში, რადგანაც ორივე […]
COVID-19-ის პრევენციისთვის “ევროპაბეთი” დისტანციურ მუშაობაზე გადადის
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად “ევროპაბეთი” და “პოპმედიის” სამივე საიტი – popsport, popmusic და popx დისტანციურ მუშაობაზე გადადის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, “ბეთსონ ჯგუფის“ თანამშრომლები საქართველოში სახლიდან იმუშავებენ. ამასთანავე, ოფლაინ კაზინოების მომხმარებელთა დასაცავად, “ევროპაბეთის” ყველა კაზინოს, სლოტ კლუბსა თუ ტოტალიზატორს დეზინფექცია ჩაუტარდება. მომხმარებელთა და თანამშრომელთა დასაცავად, ისინი ასევე, სპეციალური სანიტარული საშუალებებითაც აღიჭურვება. COVID-19 ის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები “ევროპაბეთის” პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის ნაწილია. […]
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 1 აპრილამდე შეჩერებულია
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 1 აპრილამდე შეჩერებულია. ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოს ჩემპიონატი აპრილამდე გაჩერებული იქნება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედი ეწევა საქართველო-ბელორუსიის შეხვედრას, რომელიც 26 მარტს უნდა გაიმართოს. დიდი ალბათობით ის მაყურებლის გარეშე ჩატარდება, რადგან კორონავირუსის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია. უეფა ოფიციალურ გადაწყვეტილებას რამდენიმე […]
ევროპის ლიგა შეიძლება ჩაიშალოს
ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო ტურნირი ევროპის ლიგა შესაძლოა ჩაიშალოს, რადგან ესპანური და იტალიური გუნდები ერთმანეთთან თამაშზე უარს ამბობენ. ხეტაფეს მილანის ინტერთან უნდა ეთამაშა ხუთშაბათს, მაგრამ ესპანურმა გუნდმა მილანში ჩასვლაზე უარი თქვა. ასევე რომა სევილიას უნდა დაპირისპირებოდა ესპანეთში, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რომას ჩასვლის უფლება არ მისცა. ამ ყველაფრის მიზეზი კორონავირუსია, რომელიც უკვე ესპანეთსაც მოედო, ხოლო იტალია კი […]
კილიან მბაპეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, – იუწყება L’Equipe. პირველადი ინფორმაციით, კილიან მბაპეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, მაგრამ ანალიზის საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. მიმდინარე სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა 30 გოლი გაიტანა, მათ შორის ხუთი – ჩემპიონთა ლიგაზე.
ბარსელონა-ნაპოლი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდება
უეფამ მიიღო გადაწყვეტილება რომ კორონავირუსის საფრთხის გამო ბარსელონა-ნაპოლის შეხვედრა ცარიელ ტრიბუნებზე გაიმართოს. მატჩი 18 მარტს ჩატარდება. ამ გადაწყვეტილებაზე უეფა რამდენიმე დღე მსჯელობდა და საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივიდა. ესპანეთში კორონავირუსის 1235 შემთხევაა დაფიქსირებული და ბარსელონაში ეს ვირუსი შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული, თუმცა უსაფრთხოების ზომები მთელს ესპანეთშია მიღებული. სწორედ ამ მიზეზით ჩემპიონატის მომდევნო ორი ტური ცარიელ ტრიბუნებზე […]
იტალიის ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეჩერდა
იტალიაში კოროვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ქვეყანაში განგაშია, რაც ბუნებრივია სპორტსაც შეეხო. 3 აპრილამდე იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა და იტალიის ჩემპიონატი ფეხბურთში ამ დრომდე შეჩერებული იქნება. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ეს ვირუსის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული. ასევე უცნობია რა ბედი ეწევათ იტალიურ გუნდებს, რომლებიც ევროთასებზე ასპარეზობენ და ჩატარდება თუ არა იტალიაში ევროტურნირების […]
ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო
მადრიდის რეალის მეკარემ ტიბო კურტუამ ბეტისთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო, თუმცა შეძლო შეხვედრის ბოლომდე დასრულება. უცნობია თუ რომელ ეპიზოდში მიიღო კურტუამ ტრავმა, თუმცა შესაძლოა მან ამ მიზეზის გამო 2 კვირა არ ითამაშოს, რაც იმას ნიშნავს რომ ის მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს. ბეტისთან ტიბომ ორი გოლი გაუშვა, თუმცა მისი ბრალი არცერთი არ იყო, მაგრამ რეალმა […]
გვარდიოლა: ”მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ”
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იუნაიტედთან წაგებაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა ფეხბურთელებმა ეს მარცხი მალე უნდა დაივიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ: ”მინდა რომ გულშემატკივარი დავამშვიდო, რადგან მიუხედავად მარცხისა, ჩვენ არ დავკარგავთ კონცენტრაციას და მომავალში მხოლოდ პროგრესისკენ ვიქნებით მიმართულები. მანჩესტერ იუნაიტედთან ცუდად ვითამაშეთ და ეს შეხვედრა მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან წინ უფრო მნიშვნელოვანი […]










