ფრანგული პსჟ-ს ფორვარდი ნეიმარი გუნდში დარჩება იმ შემთხვევაში თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას მიაღწევს და მინიმუმ ნახევარფინალში გავა. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ფრანგულ პრესაში, თუმცა ნეიმარი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს. ყველასთვის ცნობილია რომ ნეიმარი წლევანდელ ზაფხულში ბარსელონაში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ პსჟ-მ მას ამის საშუალება არ მისცა. ნეიმარს პსჟ-დან წასვლა სწორედ ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობის გამო სურდა.
კატეგორია: სპორტი
პოლ პოგბას ოპერაცია სჭირდება
მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას ტრავმა ისევ გაუმიზეზდა და მას სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება. პოგბა რამდენიმე ტრავმირებული იყო და ის დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა, თუმცა მალე ისევ ტრავმა მიიღო. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის აზრით, პოგბას ოპერაცია სჭირდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ის ბოლომდე გამოჯანმრთელებას. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანში დაუბრუნდება მოედანს პოგბა […]
იბრაჰიმოვიჩი: ”მილანს ძველ დიდებას დავუბრუნებ”
ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკვე მილანში იმყოფება და მალე ის გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. იბრამ გულშემატკივრებს მიმართა და მათ დაპირდა რომ მილანს ძველ დიდებას დაუბრუნებს. ზლატანი უკვე თამაშობდა ამ გუნდში და მაშინ მილანელებმა იტალიის ჩემპიონატი მოიგეს: ”ბედნიერი ვარ რომ მილანში დავბრუნდი, რადგან აქ საოცარი წლები მაქვს გატარებული. მინდა რომ სან სიროზე ისევ ძველი მილანი იხილოს გულშემატკივარმა და […]
ლივერპული – შენ არასდროს იქნები მარტო – ვიდეო
კოტიკო გოგინაშვილი ჩემს სტატიაში ვისაუბრებ საფეხბურთო კლუბზე, რომელიც საკუთარ თავს მარტოდ არასოდეს იგრძნობს – ამ გუნდის სახელია ლივერპული. ჭაობიდან ამოყვანილი ლივერპული 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო ახალი ეპოქა მერსისაიდში. ბრენდან როჯერსის წასვლის შემდეგ გუნდი ჩაიბარა იურგენ კლოპმა. გერმანელი სპეციალისტის დანიშვნა ზოგიერთმა ექსპერტმა პესიმისტურად მიიღო. ამის მთავარი მიზეზი იყო კლოპის საკმაოდ წარუმატებელი ბოლო სეზონი დორტმუნდის ბორუსიაში. იურგენის […]
ერლინგ ჰოლანდი: ”დორტმუნდის ბორუსიაში თამაში ყოველთვის მინდოდა”
ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ოფიციალურად დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელი გახდა. ჰოლანდმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და უკვე იანვარში ის თავისი ახალი გუნდისთვის ეცდება გოლების გატანას. ნორვეგიელის თქმით ის ბორუსიაში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა: ”დორტმუნდში საოცარი ატმოსფეროა და აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ. ყოველთვის მინდოდა მათ სტადიონზე მეთამაშა და ოცნება ამიხდა. შევეცდები მაქსიმალურად გავამართლო იმედები”. ჰოლანდმა ყურადღება ჩემპიონთა […]
ფრენკ ლამპარდი: ”არსენალთან მოგება გვჭირდებოდა”
ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა არსენალთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ იმ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ლამპარდის აზრით ჩელსი დაიბრუნებს იმ თავდაჯერებულობას, რომელიც რამდენიმე შეხვედრის წაგების გამო დაკარგა: ”ბოლო რამდენიმე კვირა ჩვენთვის იოლი არ იყო, რადგან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ არსენალთან თამაშმა აჩვენა თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს გამარჯვება მორალურად […]
იურგენ კლოპი: ”მიზანთან ახლოს ვართ”
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლესტერის განადგურების შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო და თქვა რომ ისინი საოცრად კარგ ფეხბურთს თამაშობენ. კლოპის აზრით ლივერპული ინგლისის ჩემპიონობასთან ახლოს არის: ”ნამდვილად არ მეგონა რომ ლესტერს ასე იოლად დავამარცხებდით. განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სადაც რთული შეხვედრები გვქონდა. ჩემმა ბიჭებმა ნამდვილი საშობაო საჩუქარი გამიკეთეს. ჩემპიონობას ვუახლოვდებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ […]
ანჩელოტიმ ევერტონში სადებიუტო მატჩი მოიგო
კარლო ანჩელოტიმ ევერტონში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმა ბარნლი დაამარცხა საკუთარ მოედანზე, ანგარიშით 1:0. ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვება დაიმსახურა: ”ევერტონში ძალიან კარგი ატმოსფეროა და გუნდი ერთი ოჯახივით არის, რაც ბუნებრივია მოედანზეც აისახება. ბარნლისთან მატჩით კმაყოფილი და ჩვენ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია”. ანჩელოტიმ ევერტონი […]
აზარი მოედანზე იანვრის ბოლოს დაბრუნდება
ედენ აზარის ტრავმა კიდევ უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდნენ და სავარაუდოდ ბელგიელი ნახევარმცველი მთლიანად იანვარს გამოტოვებს და მხოლოდ ამ თვის ბოლოს დაბრუნდება. აზარმა ტრავმის გამო ვერ შეძლო ბარსელონას წინააღმდეგ თამაში და მან რეალში ყოფნის დროს უკვე მეორე ტრავმა მიიღო. რეალის გულშემატკივრების ნაწილი ამ ფაქტით უკმაყოფილოა და ისინი თვლიან რომ აზარი მასში გადახდილ თანხას არ ამართლებს. […]
ანტუან გრიზმანი: ”მესის მოედანზე უნიკალური თვისებები აქვს”
ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა რომ ის უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც ისე თვისებები აქვს რაც მას განახვავებს სხვა ფეხბურთელებისგან. გრიზმანის აზრით მესის მსგავსი ფეხბურთელი კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება: ”მესისთან ერთად თამაში უდიდესი სიამოვნებაა და მას ყოველთვის შეუძლია გაგაოცოს. შემიძლია თამამად ვთქვა რომ მისი მსგავსი ფეხბურთელი კიდევ დიდხანს არ იქნება, რადგან ლეო […]










