კატეგორია: სპორტი

აზარმა შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

მადრიდის რეალის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს, რადგან მისი ტრავმა უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ. აზარს კუნთის დაზიანება აქვს და ეს ტრავმა მას ადრეც აწუხებდა და ამიტომ მან შესაძლოა სამი კვირა გამოტოვოს, ხოლო ბარსელონასთან შეხვედრა კი 18 დეკემბერს გაიმართება. აზარის გარდა ასევე საეჭვოა ბრაზილიელი მცველის მარსელოს თამაში, რომელსაც ასევე კუნთის ტრავმა აწუხებს. […]

გიორგი ჩაკვეტაძე გენტიდან წასვლაზე ალაპარაკდა

გიორგი ჩაკვეტაძეთი ლევერკუზენის ბაიერიც დაინტერესდა

გიორგი ჩაკვეტაძემ რუსთავი 2 თან ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ გენტი მის გაყიდვას 25 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს. გიორგიმ თავის მომოვალ კლუბებზე ისაუბრა და თქვა რომ ყველაზე მეტი დაინტერესება გერმანიიდან არის: ”რამდენიმე კლუბი არის დაინტერესებული, მათ შორის არიან ბაიერი და მიონხენგლადბახის ბორუსია, მაგრამ ჯერჯერობით გენტში ვარ და ველოდები მოედანზე დაბრუნებას. ბელგიელები ჩემს გაყიდვას […]

კრიშტიანო რონალდუს იტალიაში აკრიტიკებენ

კრიშტიანო რონალდო: ”გაძევებას არ ვიმსახურებდი”

ბოლო ერთი თვეა კრიშტიანო რონალდუ ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი, ამიტომ მას სულ უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა. კრიშტიანო იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ნიკოლო ამორუზომ გააკრიტიკა და თქვა რომ პორტუგალიელი არ არის ოპტიმალურ ფორმაში: ”ერთი თვეა უკვე რონალდუ მოედანზე დაბორიალობს და არაფერს აკეთებს. ვფიქრობ ეს ასაკის ბრალია და მან უფრო მეტი უნდა დაისვენოს. მესმის […]

პოჩეტინო: ”ფეხბურთში მალე დავბრუნდები”

ტოტენჰემში პოჩეტინოს ხელფასს გაუზრდიან

ტოტენჰემის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ ფეხბურთში ის მალე დაბრუნდება, რადგან უსაქმოდ ყოფნა არ უყვარს. პოჩეტინოს ჯერჯერობით არ დაუსახელებია კონკრეტული გუნდი, მაგრამ მან თქვა რომ ის მხოლოდ ამბიციურ კლუბებში იმუშავებს: ”ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მის გარეშე ყოფნას არ ვაპირებ. ცოტა ხნით დავისვენებ და შემდეგ ფეხბურთში აუცილებლად დავბრუნდები, რადგან მინდა […]

მესიმ ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო

მესიმ ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო

ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მეექვსედ გახდა. მესიმ ოქროს ბურთი აიღო, ხოლო მეორე ადგილზე ლივერპულის ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი გავიდა, რომელსაც მესიმ მხოლოდ მცირედით გაასწრო. დაჯილდოებაზე არ იმყოფებოდა კრიშტიანო რონალდო, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა. მესიმ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც ეხმარებოდა მას და განაცხადა რომ ის მომავალშიც შეეცდება ბარსელონას ბევრი ტიტული მოუტანოს. რაც […]

ლუკა მოდრიჩმა რონალდუ გააკრიტიკა

ლუკა მოდრიჩმა რონალდუ გააკრიტიკა

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა პირადად გადასცა ოქროს ბურთი ლიონელ მესის და თქვა რომ არგენტინელი ამ ჯილდოს იმსახურებს. მოდრიჩმა კომენტარი კრიშტიანო რონალდუზეც გააკეთა და თქვა რომ პორტუგალიელი ცერემონიას უნდა დასწრებოდა: ”ვფიქრობ შესანიშნავი საღამო გამოვიდა და მესის ვულოცავ ამ გამარჯვებას. ვფიქრობ კრიშტიანო რონალდუ აქ უნდა ყოფილიყო, რადგან ის ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია”. რონალდუ მესამე ადგილზე […]

კოუტინიოს ბაიერნიდან წასვლა სურს

კოუტინიომ ბაიერნზე პირველი კომენტარი გააკეთა

ფელიპე კოუტინიო ბაიერნში უკმაყოფილოა, რადგან ის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება და მხოლოდ შეცვლებზე შემოდის ხოლმე. ამის გამო კოუტინიოს ბაიერნის დატოვება სურს და ბრაზილიელი ბარსელონაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. შეგახსენებთ რომ კოუტინიო ისევ ბარსელონას ეკუთვნის და ის ბაიერნში ორწლიანი იჯარით თამაშობს. ჯერჯერობით ბარსელონას კოუტინიოს დაბრუნება არ სურს, მაგრამ შესაძლოა იანვარში კატალონიელებმა აზრი შეიცვალონ.

არსენალმა ალეგრი ინგლისურის არცოდნის გამო დაიწუნა

მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა

ინგლისურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა მასიმილიანო ალეგრიზე. ინფორმაციის თანახმად არსენალი მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ლონდონელები სწორედ მას მოიაზრებდნენ არსენალის ახალ მთავარ მწვრთნელად. არსენალის ხელმძღვანელობას რამდენიმე რამ არ მოეწონა და პირველი ის იყო რომ ალეგრი კარგად ვერ ფლობს ინგლისურ ენას. გარდა ამისა, იტალიელმა მწვრთნელმა თავისი სამწვრთნელო შტაბი მოითხოვა, რომელშიც მხოლოდ მასთან დაახლოებული პირები იქნებობდნენ. ამ მიზეზების […]

უნაი ემერი არსენალიდან გაუშვეს

არსენალის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა

უნაი ემერი არსენალის მწვრთნელი აღარ არის. ეს ინფორმაცია თვითონ არსენალმა ოფიციალურად დაადასტურა. 29 ნოემბერს უნაი ემერი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და მის ადგილს დროებით მისი ასისტენტი ფრედი ლუნდბერგი დაიკავებს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გახდება არსენალის ახალი მწვრთნელი და ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის არის მაურისიო პოჩეტინოც, რომელიც ტოტენჰემიდან ერთი კვირის წინ გაუშვეს. […]

გრიზმანი: ” ბარსელონაში არავისთან მაქვს კონფლიქტი”

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან  ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ ჭორები მის კონფლიქტზე მესისთან სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ყყველაფერი მოგონილია. გრიზმანის თქმით ის ბარსელონაში ადაპტაციას კარგად გადის და გუნდს ნელ-ნელა ეჩვევა: ”ბარსელონაში ადაპტაცია იოლი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგი წინ მაქვს. ბორუსიასთან გოლი ნამდვილად დამეხმარება თავდაჯერებულობაში. ყველა თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა მაქვს და არავითარი კონფლიქტი არ […]