კატეგორია: სპორტი

პსჟ დიბალაში 60 მილიონს იხდის

ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურს

პსჟ მზად არის იუვენტუსის არგენტინელ შემტევში პაულო დიბალაში 60 მილიონი გადაიხადოს. დიბალას იუვენტუსიდან წასვლა სურს, მაგრამ მისი ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში არ შედგა, ამიტომ პსჟ-ს ვარიანტი საკმაოდ რეალურია. იუვენტუსი დიბალას ტრანსფერში 80 მილიონს ითხოვს, მაგრამ შესაძლოა ტურინელები დათმობაზე წავიდნენ, რადგან ისინი წინააღმდეგი არ არიან რომ დიბალამ იუვენტუსი დატოვოს. იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ რამდენჯერმე განაცხადა რომ […]

უეინ რუნი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს

უეინ რუნიმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი უეინ რუნი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და დერბი ქაუნთის მოთამაშე მწვრთნელი გახდეს. დერბიში აქამდე ფრენკ ლამპარდი მუშაობდა, რომელიც ჩელსიში გადაბარგდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუნი სერიოზულად ფიქრობს დერბი ქაუნთის წინადადებაზე და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. ამჟამად რუნი ამერიკის შეერთებულ შტატებში ასპარეზობს, სადაც მუდმივად გამოირჩევა შედეგიანობით და ამბობს რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.

მესიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

მანჩესტერ სიტიმ მესის წლიური ხელფასის სახით 50 მილიონი შესთავაზა

ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მას კუნთი აქვს დაჭიმული. მესი ბარსელონას ახლახანს შეუერთდა და უკვე პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რომლის გამოც ის სავარაუდოდ ორ კვირას გამოტოვებს. ეს იმას ნიშნავს რომ ლეო ბარსელონას ამერიკულ ტურნეში არ გაყვება და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს. ესპანეთის ჩემპიონატი 17 აგვისტოს დაიწყება და იმ დროისთვის მესი სავარაუდოდ მწყობრში […]

სოლსკიაერი: ”პოგბა მანჩესტერში დარჩება”

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ პოლ პოგბა გუნდს არ დატოვებს, რადგან ის ბედნიერია მანჩესტერ იუნაიტედში. სოლსკიაერი დარწმუნებულია რომ პოგბა მომავალ სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იქნება: ”მინდა რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ძველი სახე დაიბრუნოს, ამისთვის კი ძლიერი ფეხბურთელებია საჭირო და პოგბა სწორედ ასეთია. ის ჩვენთან უნდა დარჩეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვფიქრობ […]

იოჰან ბოსკამპმა დინამო-ფეიენოორდის დაპირისპირებაზე ისაუბრა

იოჰან ბოსკამპმა დინამო-ფეიენოორდის დაპირისპირებაზე ისაუბრა

თბილისის დინამოს ყოფილმა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა დინამოს და ფეიენოორდის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა რომ ფეიენოორდს არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა დინამო უშანსოდ არ არის: ”დინამოში 6 თვე ვიმუშავე და ეს დრო საოცრად კარგად მახსენდება. ვფიქრობ ფეიენოორდს არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ასე მეგონა ტრენჩინთანაც და საბოლოოდ ამ გუნდმა ფეიენოორდი გამოაგდო. ფეხბურთში ყველაფერი ხდება”. იოჰან ბოსკამპი დინამოს […]

ედისონ კავანი ინტერში არ გადავა

ედისონ კავანი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

პსჟ-ს ფორვარდი ედისონ კავანი ინტერში არ გადავა, რადგან პსჟ-მ და ინტერმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს. პსჟ კავანიში 60 მილიონს ითხოვდა და ინტერმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვა. სავარაუდოდ ურუგვაელი ფორვარდი პსჟ-ს მაინც დატოვებს, რადგან მას ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს, ამის მიზეზი კი ის არის რომ  მას ანაზღაურება არ გაუზარდეს. კავანის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი იჩენენ […]

პსჟ ნეიმარის შენარჩუნებას ცდილობს

ნეიმარი რეალში გადასვლას არ გამორიცხავს

პსჟ ცდილობს რომ ნეიმარი შეინარჩუნოს და ამ საქმეში მისი სპორტული დირექტორი ლეონარდო აქტიურად არის ჩართული. პარიზში დაბრუნების შემდეგ ნეიმარი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და არავინ იცის მისი გეგმების შესახებ, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნეიმარს პსჟ-დან წასვლა სურს. პარიზული გუნდი მის ტრანსფერში 300 მილიონს ითხოვს და ამ თაბხის გადახდა არავის უნდა, ამიტომ დიდი […]

პაულო დიბალა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს

ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურს

პაულო დიბალას მანჩესტერ იუნაიტედი ეპატიჟება და შესაძლოა იუვენტუსმა და მანჩესტერმა გაცვლა განახორციელონ. იუვენტუსში ლუკაკუ გადავიდეს, ხოლო მანჩესტერში კი დიბალა. ეს ვარიანტი საკმაოდ რეალურია, რადგან იუვენტუსს დიბალას შენარჩუნება დიდად არ სურს, ხოლო ლუკაკუ კი თანახმა ტურინულ გუნდში გააგრძელოს კარიერა. დიბალა მანჩესტერ იუნაიტედს მაღალ ანაზღაურებს თხოვს და მხოლოდ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ის დათანხმდება ამ გუნდში გადასვლას.

ჟოზე მოურინიო შესაძლოა ვალენსიას მწვრთნელი გახდეს

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ესპანურ ვალენსიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შესაძლოა მალე ის ამ გუნდში ვიხილოთ. ჟოზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ვალენსიამ დაადასტურა რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოურინიო 2018 წლის ბოლოს გაანთავისუფლეს მანჩესტერ იუნაიტედიდან და მას შემდეგ მას არცერთ გუნდში არ უმუშავია. პორტუგალიელი სპეციალისტი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ მისთვის მთავარი ფული არ არის და ის მხოლოდ […]

ზიდანი: ”რეალი ოპტიმალურ ფორმას დაიბრუნებს”

ზიდანმა რეალში რამდენიმე ტრანსფერი დაგეგმა

ზინედინ ზიდანმა რეალზე ისაუბრა და თქვა, რომ ამხანაგურ მატჩებში ცუდი შედეგი არაფერს ნიშნავს და რეალი მალე შევა ოპტიმალურ ფორმაში. ზიდანმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სეზონის მანძილზე რეალს ეს პრობლემა არ შეაწუხებს: ”იმედი მაქვს ტრავმები ზაფხულში დასრულდება და შემდეგ აღარ შეგვაწუხებს. ვიცი რომ რეალი ცუდად თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელები ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არიან […]