იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ პირველად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც მან რეალი დატოვა. რონალდუს თქმით მისთვის იოლი არ იყო რეალიდან წასვლა, მაგრამ მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა: ”როდესაც რეალიდან წავედი, ამისი მიზეზები მქონდა და ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის არ იყო იოლი იმ ადგილის დატოვება, სადაც 9 წელი გავატარე. რეალში ბევრი რამ მოვიგე და ეს გუნდი […]
კატეგორია: სპორტი
ნეიმარს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს
ბრაზილიელ ვარსკვლავს ნეიმარს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო. ნეიმარს ახალგაზრდა ბრაზილიელი მოდელი უჩიოდა, რომლის თქმითაც ნეიმარმა ის პარიზში დაპატიჟა და შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ნეიმარი ამ ყველაფერს უარყოფდა და ამბობდა რომ ყველაფერი ნებაყოფლობით მოხდა და ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ნეიმარის თქმით მისგან უბრალოდ ფულის გამოძალვა უნდოდათ.
ლევან ყენია საბურთალოს წევრი გახდა – “ზაგრებში გუნდს დავეხმარები”
„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას ზაგრების „დინამოს“ 30 ივლისს გამართავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონს ხორვატიაში ახალწვეული ახლავს – საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია. „საბურთალოს“ ნახევარმცველმა საკუთარ მდგომარეობასა და ხორვატებთან მომავალ დაპირისპირებაზე საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა. „გამიხარდა, „საბურთალოში“ ოფიციალურად რომ ჩავირიცხე და თამაშის უფლება მივიღე. მთავარი ისაა, რომ ჯანმრთელად ვარ და შემიძლია, გუნდს […]
ბეილის ჩინეთში ტრანსფერი ჩაიშალა
მადრიდის რეალის უელსელი ვინგერი გარეტ ბეილი ჩინურ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა. ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ არ შედგა ბეილის ტრანსფერი და სავარაუდოდ მას რეალში დარჩენა მოუწევს, მიუხედავად იმისა რომ ზიდანმა ბეილს წასვლისკენ მოუწოდა. უელსელი ფორვარდის შეძენა მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს, მაგრამ ბეილს თავის მაღალ ხელფასზე უარის თქმა […]
ინტერს ედისონ კავანის ყიდვა სურს
მილანის ინტერი კვლავ ეძებს ფორვარდს, რადგან ჯერჯერობით მათ რომელუ ლუკაკუს ყიდვა ვერ მოახერხეს. გარდა ამისა, ინტერი სავარაუდოდ თავის არგენტინელ ფორვარდს მაურო იკარდის გაყიდის, რადგან ხელმძღვანელობას მასთან კონფლიქი აქვს. ინტერის ახალი სამიზნე პსჟ-ს თავდამსხმელი ედისონ კავანია, რომელშიც მილანელები მზად არიან 50 მილიონი გადაიხადონ. კავანის ასევე სურს იტალიაში დაბრუნება და მან ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე ისაუბრა კიდეც. პსჟ […]
ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მეორედ მოიგო და ფედერერის შედეგი გაიმეორა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. პირველ სეტში ბასილაშვილმა რუსი მეტოქე 7:5 დაამარცხა. მეორე სეტში კი 4:6 დამარცხდა. მესამე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 6:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ ორჯერ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული. იპნ
ნეიმარი თანახმაა, ბარსელონაში დაბრუნდეს
„პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი მზადაა, „ბარსელონას“ წინადადებას დათანხმდეს. მოლაპარაკევა მხარეებმა უკვე დაიწყეს. კატალონიური კლუბი ნეიმარის სანაცვლოდ €100 მილიონი გადაიხადოს და ფრანგულ კლუბში ორი ფეხბურთელიც გაუშვას. სახელდება რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ფილიპ კოუტინიო და ივან რაკიტიჩი. ნეიმარი ბარსელონაში 2013-2017 წლებში თამაშობდა. ნეიმარი პსჟ-ში გასული წლის აგვისტოში გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბარსელონასგან“ საკუთარი კონტრაქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რომ „პსჟ“-ს უეფას […]
ბასილაშვილი გერმანიის ღია ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის სახელით მოასპარეზე ალექსანდრ ზვერევს შეხვდა.მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი სეტი ქართველმა სპორტსმემა მოიგო (6-4), თუმცა შემდეგ სეტში ამავე ანგარიშით დამარცხდა. განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა მესამე სეტი, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ტაი-ბრეიქის მეშვეობით მეტოქე ანგარიშთ 7-5 დაამარცხა და ასპარეზობის ფინალში გავიდა. ბასილაშვილის მეტოქე ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვისა […]
მესუტ ოზილს და სეად კოლოშინაცს მძარცველები დაესხნენ თავს
ლონდონის არსენალის ფეხბურთელებს მესუტ ოზილს და სეად კოლოშინაცს ორი მძარცველი დაესხა თავს, როდესაც ისინი ოზილის მანქანაში იმყოფებოდნენ. მძარცველები დანებით იყვნენ შეიარაღებული და სავარაუდოდ მათ ოზილის ძვირადღირებული მანქანის გატაცება სურდათ, მაგრამ კოლოშინაცმა მათ ხელი შეუშალა და ცოტა ხანში პოლიციაც გამოჩნდა, თუმცა მათ დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. შემთხვევა თურქული რესტორნის სიახლოვეს მოხდა, სადაც ოზილი ხშირად დადის. როგორც ჩანს […]
ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურს
ტოტენჰემმა გადაწყვიტა, რომ წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე უფრო აქტიური იყოს, ვიდრე შარშან და მათ იუვენტუსის არგენტინელ შემტევს პაულო დიბალას დაადგეს თვალი. დიბალას იუვენტუსიდან წასვლაზე უკვე ბევრს საუბრობენ და სავარაუდოდ პაულო ტურინს დატოვებს, რადგან ის მაურისიო სარის სქემაში არ ჯდება. იუვენტუსი დიბალას ტრანსფერში 80 მილიონს ითხოვს და ეს შესაძლოა დაბრკოლება გახდეს ტოტენჰემისთვის. მხარეები უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებს გამართავენ.










