კატეგორია: სპორტი

საბურთალომ შერიფს სტუმრად 3:0 მოიგო

საბურთალომ შერიფს სტუმრად 3:0 მოიგო

10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი “საბურთალომ” “შერიფთან” ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. 13.460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა. “საბურთალო” მოწინააღმდეგეს […]

სოლსკიაერს პოგბას დარჩენა სურს

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სოლსკიაერს სურს რომ პოლ პოგბა გუნდში დარჩეს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან პოგბას თხოვნითაც მიმართა. სოლსკიაერის თქმით პოგბა ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და მისი წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება: ”პოლთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და გულწრფელად მინდა რომ ის გუნდში დარჩეს. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, ამიტომ მისი […]

ბარსელონა გრიზმანის ტრანსფერს პარასკევს დაასრულებს

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ პარასკევს 12 ივლისს გრიზმანი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელი გახდება. ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ბარსელონას გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა რა პრობლემებზეა საუბარი ცნობილი არ არის. გრიზმანის ბარსელონაში გადასვლაზე ცნობილი ერთი თვის წინ გახდა, მაგრამ ტრანსფერი გაჭიანურდა და ამის მიზეზებზე ბარსელონაში არ საუბრობენ. გრიზმანის სატრანსფერო ფასი 120 მილიონია და […]

მესი შესაძლოა თავისი გამონათქვამების გამო დაისაჯოს

არგენტინა კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ვენესუელას დაუპირისპირდება

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფედერაციამ შესაძლოა ლიონელ მესი თავისი გამონათქვამების გამო დასაჯოს და მას ორი წლით ნაკრებში თამაში აუკრძალოს. მესიმ განაცხადა რომ კოპა ამერიკაზე ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი და მსაჯები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ტურნირში ბრაზილიამ გაიმარჯვოს. განსაკუთრებით ეს ბრაზილია-არგენტინის ნახევარფინალს შეეხო, როდესაც მესის აზრით მსაჯმა ბრაზილიის კარში ორი პენალტი არ დანიშნა. ლეომ ბრინჯაოს მედალიც არ […]

მოურინიომ ჩინეთში მუშაობაზე უარი თქვა

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

ჟოზე მოურინიომ ჩინურ გუნდს უარი უთხრა, რომელიც მას წელიწადში 25 მილიონ ევროს სთავაზობდა. მოურინიოს თქმით მას მხოლოდ უმაღლეს დონეზე სურს მუშაობა, ამიტომ მისთვის ფული მთავარი არ არის. ჟოზემ იტალიაში გადაბარგების სურვილზე ისაუბრა, მაგრამ ჯერჯერობით მას კონკრეტული ვარიანტები არა აქვს. შეგახსენებთ რომ მოურინიოს ბოლო გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, საიდანაც ის 18 დეკემბერს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს.

არიენ რობენმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

არიენ რობენმა შესაძლოა კარიერა იაპონიაში გააგრძელოს

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება გააკეთა. რობენი უკვე 35 წლის არის და მისი აზრით დრო მოვიდა რომ მან ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს: ”ტრავმებმა ჩემზე გავლე იქონიეს და ვფიქრობ დროა რომ კარიერა დავასრულო. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, მაგრამ მივხვდი რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა. მადლობელი ვარ ყველა იმ […]

ჟოზე მოურინიოს იტალიაში სურს მუშაობა

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

ჟოზე მოურინიო კვლავინდებურად გუნდის გარეშეა, თუმცა ის ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს და მალე სურს ახალ გუნდში მუშაობის დაწყება. მოურინიოს თქმით ის მხოლოდ ძლიერ გუნდს ჩაიბარებს და საშუალო დონეზე მუშაობა არ სურს: ”უკვე ბევრ გუნდს ვუთხარი უარი, რადგან მათი დონე არ მაკმაყოფილებს. ჩემი მომავალი მხოლოდ ფეხბურთთან არის დაკავშირებული და მინდა რომ მუშაობა მალე დავიწყო. ვფიქრობ იტალიის […]

ფრენკ ლამპარდი ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდა

ლამპარდი მალე ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდება

ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი იქნება. ლამპარდი გუნდს რამდენიმე დღეში ოფიციალურად ჩაიბარებს და სამწლიან კონტრაქტზე ხელს მოაწერს. ფრენკი აქამდე დერბი ქაუნთის წვრთნიდა და გუნდი თითქმის გადმოიყვანა პრემიერ ლიგაში. ლამპარდის თქმით ის დიდხანს ფიქრობს დაბრუნებულიყო თუ არა ჩელსიში და საბოლოოდ მან თავის ყოფილ გუნდს უარი ვერ უთხრა. შეგახსენებთ რომ ლამპარდმა ფეხბურთელობის დროს ჩელსიში 13 სეზონი […]

იუვენტუსს მაურო იკარდის შეძენა სურს

მაურო იკარდის ინტერიდან წასვლა არ სურს

ტურინის იუვენტუსი მაურო იკარდის შეძენით დაინტერესდა. იკარდის ბოლო სეზონში ინტერის ბოსებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და სავარაუდოდ ის ინტერიდან წასვლაზე უარს არ იტყვის. გარდა ამისა, იუვენტუსი მას გაცილებით დიდ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე იკარდის ინტერში აქვს. იუვენტუსის წარმომადგენლები იკარდის აგენტთან აპირებენ შეხვედრას და შესაძლოა მალე უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი. იკარდის სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.

ნეიმარი პსჟ-ში დაბრუნებას არ აპირებს

ნეიმარი: ”პრემიერ ლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა”

პსჟ-ს ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი თავის გუნდში პრე სეზონისთვის განკუთვნილ შეკრებაზე დაბრუნებას არ აპირებს და ბრაზილიელი ამით ანიშნებს პსჟ-ს მფლობელებს, რომ მას გუნდის დატოვება სურს. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნეიმარს ბარსელონაში სურს დაბრუნება და კატალონიური გუნდიც ამის წინააღმდეგი არ არის. თვითონ ნეიმარს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ბარსელონას ხელმძღვანელობამ განაცხადა რომ […]