კატეგორია: სპორტი

ხოსეპ გვარდიოლა: ”ჯერ ჩემპიონები არ ვართ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იუნაიტედის დამარცხების შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი ჯერ ჩემპიონი არ არის და წინ კიდევ 3 თამაშია. გვარდიოლას აზრით მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლა არ დასრულებულა: ”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა მოვიგეთ და ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონობისკენ, მაგრამ წინ კიდევ სამი შეხვედრაა და ყურადღება […]

იურგენ კლოპი: ”ბარსელონასთან ფავორიტი არავინ არის”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბარსელონასთან შეხვედრებზე ისაუბრა და თქვა რომ კატალონიურ გუნდთან არცერთი გუნდი არ არის ფავორიტი. კლოპის თქმით ის მოუთმენლად ელის ამ მატჩებს, რადგან მას ბარსელონას წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში არასოდეს უთამაშია: ”ბარსელონასთან შეხვედრა ჩემთვის დიდი გამოწვევაა და მინდა რომ მატჩის დღე მალე მოვიდეს. ჩვენ ფავორიტები არ ვართ და ბარსელონას წინააღმდეგ ვერავის უწოდებ ფავორიტს. […]

ფეხბურთის ზეიმი ბათუმში – დინამომ საბურთალოს წაგებული მატჩი ამოუტრიალა – ვიდეო

ფეხბურთის ზეიმი ბათუმში - დინამომ საბურთალოს წაგებული მატჩი ამოუტრიალა - ვიდეო

გუშინ საქართველოს პირველობის მატჩში ბათუმში ადგილობრივ დინამოსა და საბურთალოს შორის ნამდვილი თრილერი დატრიალდა. შეხვედრა, რომელსაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მასპინძლებმა რადიკალურად შემოატრიალეს, საბურთალოს 4 გოლი გაუტანეს და 4:2 მოუგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმელი ქომაგების საოცარი აქტიურობა, რამაც შეხვედრას სერიოზული პეწი შესძინა. თუ ის ატმოსფერო, რაც ბათუმის სტადიონზე იყო, საქართველოს პირველობის სხვა შეხვედრებზეც იქნება, საქართველოს ჩემპიონატი შეიძლება რაღაცას […]

კოუტინიო ჩელსიში გადასვლას არ აპირებს

პსჟ კოუტინიოში 270 მილიონს იხდის

ბარსელონას ბრაზილიელი ნახევარმცველი ფელიპე კოუტინიო ჩელსიში გადასვლას არ აპირებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩელსი კოუტინიოს ტრანსფერში 100 მილიონ ევროს იხდიდა და ბრაზილიელი მათ ედენ აზარის შემცველელად სჭირდებოდათ რომელიც სავარაუდოდ ზაფხულში ჩელსის დატოვებს. ჩელსის გარდა, კოუტინიოს მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედიც გამოხატავდა, მაგრამ თვითონ ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ბარსელონას დატოვებას არ აპირებს.

პსჟ მაურო იკარდის შეძენით დაინტერესდა

მაურო იკარდის ინტერიდან წასვლა არ სურს

პსჟ-ს ამ ზაფხულს სავარაუდოდ ედისონ კავანი დატოვებს, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ეწურება და პარიზელები უკვე ეძებენ მის შემცვლელს. ერთ-ერთ ვარიანტად მაურო იკარდი განიხილება, რომელსაც ბოლო პერიოდში ინტერის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა. ამის გამო იკარდიმ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვა და მისი სატრანსფერო ფასიც დაეცა. პსჟ მზად არის ამ ტრანსფერში 70 მილიონი გადაიხადოს და პარიზელები უფრო დიდ თანხას ინტერს […]

შეინ ლონგმა მე-7 წამზე ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – ვიდეო

შეინ ლონგმა მე-7 წამზე ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - ვიდეო

ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა. ეს მოხდა უოტფორდისა და საუთჰემპტონის მატშჩში. საუთჰემპტონის ფორვარდმა შეინ ლონგმა ისარგებლა მასპინძელთა მოთამაშის შეცდომით და უკვე მატჩის მე-7 წამზე გახსნა ანგარიში Fastest Goal in PL History 🏃‍♂️💨 Take a bow Shane Long 👏🏻 #Saintsfc pic.twitter.com/AW8nT9jpNm — talkSAINTS 🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 (@talkSAINTS) April 23, 2019

პოლ პოგბა: ”ევერტონთან სამარცხვინოდ ვითამაშეთ”

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ევერტონთან მარცხზე ისაუბრა და თქვა, რომ მისმა გუნდმა ეს შეხვედრა სამარცხვინოდ ჩაატარა და ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს: ”ჩვენ ისე ვითამაშეთ თითქოს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე ვიყოთ და ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. გულშემატკივარს მინდა დავპირდე, რომ მსგავსი თამაში არ განმეორდება”. ოთხშაბათს მანჩესტერ იუნაიტედი სიტის დაუპირისპირდება და ეს შეხვედრა ბევრი თვალსაზრისით […]

სარაგოსამ შესაძლოა გიორგი პაპუნაშვილი გაყიდოს

გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას 5 ივლისს შეუერთდება

  სარაგოსამ შესაძლოა ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი გაყიდოს, რადგან მას ხშირად აწუხებს ტრავმები და ამის გამო პაპუნაშვილი მოედანზე იშვიათად გამოდის. წლევანდელ სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გატანილი გოლია. ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაგოსას რუსული გუნდებისგან აქვს შეთავაზებები, მაგრამ თვითონ პაპუნაშვილს რუსეთში არ სურს კარიერის გაგრძელება. გიორგის ბედი სავარაუდოდ უახლოეს თვეებში გადაწყდება და მისი მომდევნო […]

ზიდანი: ”ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია”

ზიდანმა რეალში რამდენიმე ტრანსფერი დაგეგმა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კარიმ ბენზემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ზიდანის აზრით ასეთი დონის ფორვარდი არცერთ სხვა გუნდში არ თამაშობს: ”ბენზემა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ამას იმიტომ არ  ვამბობ, რომ ის ჩემი თანამემამულეა. ის თითქმის ყველა თამაშში ამტკიცებს თავის მაღალ კლასს და მისი თამაში ჩვენ სრულიად გვაკმაყოფილებს”. […]

ტერ შტეგენმა ლივერპულთან შეხვედრებზე ისაუბრა

ტერ შტეგენი: ”2016 წელს ბარსელონადან წასვლაზე ვფიქრობდი”

ბარსელონას მეკარემ მარკ ანდრე ტერ შტეგენმა ლივერპულთან მომავალ შეხვედრებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მატჩები უნიკალური იქნება და მაყურებელი ნამდვილ სანახაობას იხილავს. ტერ შტეგენის აზრით ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს და ყველა შედეგი მოსალოდნელია: ”მოუთმენლად ველი ლივერპულთან მატჩებს, რადგან ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს შესანიშნავი სანახაობა შევთავაზოთ და ამ დაპირისპირებაში ფავორიტი არ არსებობს. მინდა რომ ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა […]