კატეგორია: სპორტი

ლაშა ტალახაძე ბათუმში ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძე ბათუმში ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა. ბათუმში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დასკვნითი დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკვრაში თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 კილოგრამი აიტაცა. ტალახაძე მესამე ცდაზე არც კი მისულა. ამით ტალახაძემ ატაცში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაიმსახურა. ვერცხლის მედალს კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი […]

სექტემბერში საქართველოს ნაკრები ჩილეს უმასპინძლებს

სექტემბერში საქართველოს ნაკრები ჩილეს უმასპინძლებს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ სექტემბერში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ თამაშს გამართავს ხორვატიის და ჩილეს ნაკრებების წინააღმდეგ. ჩილეს ნაკრებს საქართველო დინამო არენაზე უმასპინძლებს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სექტემბერში საქართველოს ოფიციალური მატჩები არა აქვს, ამიტომ მათ ამხანაგური შეხვედრების ჩატარება უწევთ. ჩილეს ნაკრებვის წინააღმდეგ ქართველები პირველად ითამაშებენ.

რეალი ბეილში 130 მილიონ ევროს ითხოვს

ბეილმა შეიძლება რეალი დატოვოს

მადრიდის რეალი მზად არის თავისი უელსელი ვარსკვლავი გარეტ ბეილი გაყიდოს, მაგრამ მადრიდელები დიდ თანხას ითხოვენ. თავის დროზე რეალმა ბეილში 100 მილიონი გადაიხადა და 130 მილიონზე ნაკლებად მის გაშვებას არ აპირებს. ბეილის რეალიდან წასვლაზე დიდიხანია საუბრობენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მას აშკარად არ მისდის თამაში და ხშირად აკრიტიკებენ. სავარაუდოდ ბეილი ინგლისში დაბრუნდება, სადაც მის მიმართ ინტერესს […]

სმოლინგმა მესის ცხვირი გაუტეხა

სმოლინგმა მესის ცხვირი გაუტეხა

კრის სმოლინგმა ბარსელონას ლიდერს ლიონელ მესის ცხვირი გაუტეხა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ეს ორი ფეხბურთელი საჰაერო ორთაბრძოლაში ერთმანეთს დაეჯახნენ. მესის სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მან თამაში განაგრძო, თუმცა როგორც აღმოჩნდა მას სუნთქვა უჭირდა. მესი რამდენიმე დღე დაისვენებს და უესკასთან შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედისთვის ის მზად იქნება. ბარსელონამ სტუმრად მანჩესტერი 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალს მიუახლოვდა. […]

დიეგო კოსტას 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

დიეგო კოსტას 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი დიეგო კოსტა ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა. ბარსელონასთან შეხვედრაში მსაჯის შეურაცხყოფის გამო გააძევეს და ის მომავალ 8 შეხვედრას გამოტოვებს, რაც ნიშნავს რომ მისთვის სეზონი დასრულებულია, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 7 ტური დარჩა სათამაშო. როგორც გაირკვა დიეგომ მსაჯის დედას მიაყენა შეურაცხყოფა და არბიტრს ხელითაც შეეხო, რის გამოც ის მკაცრად დაისაჯა.

გვარდიოლა: ”თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ კარგ შედეგს ვერ მივაღწიეთ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ტოტენჰემთან წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი მატჩის სადავეებს აკონტროლებდა, თუმცა ბოლოში დასანანი გოლი გაუშვა. მიუხედავად ამისა, გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ მის გუნდს შეუძლია ნახევარფინალში გასვლა: ”ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია და მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, შედეგი კარგი არ არის და განმეორებით მატჩში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება”. ტოტენჰემმა პირველი მატჩი […]

ვირჯილ ვან დეიკი: ”ახლა პრემიერ ლიგაზე უნდა ვიფიქროთ”

ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ ლივერპულმა პორტოსთან სასურველ შედეგს მიაღწია და ახლა შეუძლია, რომ პრემიერ ლიგაზე გადაერთოს. ლივერპულმა პორტო 2:0 დაამარცხა და მეტოქეს საგოლე მომენტი თითქმის არ შეაქმნევინა: ”კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და მიზანს მივაღწიეთ. პორტუგალიაში მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან პორტო ძლიერი გუნდია. რამდენიმე დღეში ჩელსისთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ამიტომ მთელი ყურადღება […]

ედენ აზარი თავის მომავალზე არ საუბრობს

ედენ აზარმა თავის მომავალზე ისაუბრა

ჩელსის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა თავის მომავალზე საუბარს თავი აარიდა და თქვა, რომ ყველაფერი ცნობილი ზაფხულში გახდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აზარი რეალში აპირებს კარიერის გაგრძელებას და მადრიდული გუნდი მზად არის მასში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს: ”ჯერჯერობით ჩელსის ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ თამაშებზე ვფიქრობ. წინასწარ არაფერზე საუბარი არ მინდა. ზაფხულში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, მანამდე კი […]

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ბარსელონას სიურპრიზს ვუმზადებთ”

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ბარსელონასთან მატჩის წინ განაცხადა რომ ის კატალონიურ გუნდს სიურპრიზს უმზადებს. სოლსკიაერის აზრით ბარსელონა ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ მათი დამარცხება შეიძლება: ”ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მეტოქე გავაკვირვოთ და მათ სიურპრიზი შევთავაზოთ. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება და ჩვენ არავის გვეშინია. მანჩესტერ იუნაიტედი უდიდესი ტრადიციების გუნდია”.

კოუტინიო ბარსელონადან წასვლას არ აპირებს

ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

ბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ერთ-ერთ ინტერვიუში უარყო ის ფაქტი, რომ ის ბარსელონას დატოვებას აპირებს. კოუტინიოს თქმით პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორებია და სიმართლეს არ შეესაბამება: ”ჩემზე ბევრი რამ იწერება და მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ბარსელონაში ბედნიერი ვარ, თუმცა მინდა რომ უკეთესად ვთამაშობდე და ამისთვის ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები. იმედი მაქვს, ბარსელონაში კიდევ დიდხანს […]