ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე სამაშველო ოპერაცია განხორციელდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ბინაში ორი დღის მანძილზე დასთან ერთად იყო ჩაკეტილი და მას ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. მომხდარის გამო ოჯახის წევრებმა სამმართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. მეოთხე სართულზე ჩაკეტილი და-ძმა რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიციამ ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი […]
კატეგორია: ვიდეოები
“აკეთებ ერთს, გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე” – როგორ დაარიგეს ზუგდიდში ნაციონალებმა პირბადეები – ვიდეო
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციას, სადაც პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს არიგებდნენ, ინციდენტი მოჰყვა. იმ პირობებში, როცა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ბულვარში სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება “რადიო ათინათი” იუწყება, მიუხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალაქეებს დისტანცია დაეცვათ, ხალხი […]
კობა სუბელიანის სიმღერა – „თვითიზოლაციის გაფრენები და სიგიჟეები“ – ვიდეო
ამერიკაში, ემიგრაციაში მყოფი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მღერის. სიმღერა მოუწონეს, მათ შორის მისმა ძველმა თანამებრძოლებმა. „თვითიზოლაციის გაფრენები და სიგიჟეები. ანუ, გაცეტდა ეს შობელძაღლიო – როგორც სუხო იტყვის ხოლმე“. – წერს კობა სუბელიანი. https://www.facebook.com/ksubeliani/videos/10220541895634116/
საქართველო – „მადლიერების ტაში“ ექიმების მხარდასაჭერად – ვიდეო
საქართველოში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად აქცია „მადლიერების ტაში“ გაიმართა. ამ ფორმით მოქალაქეებმა ზუსტად 21:00 საათზე მადლიერება გამოხატეს სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მიმართ. ტაშთან ერთად გაისმა საქართველოს ჰიმნიც. აქციით მოქალაქეებმა სამედიცინო პერსონალთან ერთად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც გაამხნევეს. „მადლიერების ტაში“ მიეძღვნა არამხოლოდ ქართველ ექიმებს, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველა მედიკოსს. აქცია მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით […]
ამერიკელ ჯენიფერ ჰალერს კორონავირუსის პირველი ვაქცინა გაუკეთეს – დიდი ექსპერიმენტი დაიწყო – ვიდეო
გუშინ შეერთებულ შტატებში დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდა. სიეტლში მდებარე ვაშინგტონის კვლევით ინსტიტუტში პირველ მოხალისეს, ჯენიფერ ჰალერს, პატარა კომპანიის მენეჯერს სიეტლიდან, შეუშხაპუნეს კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომლის კოდური სახელწოდებაა mRNA-1273. “ჩვენ ყველანი ძალიან უმწეოდ ვგრძობთ თავს. ეს ჩემთვის რაიმეს გაკეთების საოცარი შესაძლებლობაა”, – თქვა 43 წლის ჰალერმა. ჯენიფერი 2 შვილის დედაა. ბავშვები მას ყოველმხრივ უჭერენ მხარს. […]
კახეთში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს ხუთი პირი: 1972 წელს დაბადებული ნ. ქ., 1975 წელს დაბადებული შ.ი., ასევე, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევები – 1980 წელს დაბადებული მ.კ., 1989 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1985 წელს დაბადებული გ.თ. დანაშაული 20 წლამდე ან […]
რუსთავში გაზის გაჟონვას 73 წლის ქალი შეეწირა, მისი 80 წლის ქმარი კლინიკაშია – ვიდეო
რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა. უბედური შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით საცხოვრებელი სახლის ბინაში 73 წლის ქალი და მისი 80 წლის მეუღლე მეზობლებმა უგონო მდგომარეობაში ნახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, პაციენტები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მამაკაცი კი მკურნალობის კურსს გადის. ინფორუსთავი
სუსმა ყალბი ვალუტის საქმეზე თურქეთის მოქალაქე დააკავა – ვიდეო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ა.კ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქემ 2100 აშშ დოლარის სანაცვლოდ 4200 ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა. გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და […]
ზეიმი უხანში – ყველა დროებითი კლინიკა დაიხურა – ვიდეო
„კარგ მწვადზე გაზრდილი ვარ, ვერ მომერევა კორონავირუსი“ – ქართველი ქალის ვიდეომ ინტერნეტი გაამხიარულა – ვიდეო
საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ მას კორონავირუსი ვერ მოერევა, რადგან არ იკვებება ღამურის ხორცით და „კარგ მწვადზეა“ გაზრდილი. მოქალაქის ვიდეოს „ტვ პირველი“ ავრცელებს. მოქალაქე ინტერვიუს ბოლოს ამბობს, რომ მას „შინაგანი იმუნიტეტი იცავს“ „ვერ მომერევა კორონავირუსი, თუ მომერევა კიდევ ჯანდაბას მიქელ გაბრიელთან წავალ“, – ამბობს ქალბატონი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 12 შემთხვევაა გამოვლენილი. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1436591309834827/










