საქართველო – „მადლიერების ტაში“ ექიმების მხარდასაჭერად – ვიდეო

საქართველო - „მადლიერების ტაში“ ექიმების მხარდასაჭერად - ვიდეოსაქართველოში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად აქცია „მადლიერების ტაში“ გაიმართა. ამ ფორმით მოქალაქეებმა ზუსტად 21:00 საათზე მადლიერება გამოხატეს სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მიმართ. ტაშთან ერთად გაისმა საქართველოს ჰიმნიც.

აქციით მოქალაქეებმა სამედიცინო პერსონალთან ერთად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც გაამხნევეს.

„მადლიერების ტაში“ მიეძღვნა არამხოლოდ ქართველ ექიმებს, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველა მედიკოსს.

აქცია მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით გაიმართა.

იპნ