ახმეტაში 28 წლის რობერტ ნაცვლიშვილს ეძებენ

ახმეტაში 28 წლის რობერტ ნაცვლიშვილს ეძებენახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის ახალგაზრდას მესამე დღეა ეძებენ. რობერტ ნაცვლიშვილი ბოლოს 12 დეკემბერს ნახეს. ოჯახის ვერსიით, ახალგაზრდა შესაძლოა, მონასტერში წასულიყო, თუმცა მის კვალს ახლომდებარე მონასტრებში ვერ მიაკვლიეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან სამართალდამცველები, სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

იპნ