ახმეტაში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს

ახმეტაში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვესახმეტის რაიონის სოფელ მატანში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს, მას ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

ნიუპოსტის ცნობით, მკვლელობა, სავარაუდოდ, გუშინ მოხდა. მოკლული მამაკაცის სახლში მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალისტები მუშაობდნენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.