ჭდე: ჩაქვი

ჩაქვში მანქანა 11 წლის ბავშვს დაეჯახა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი, ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჩაქვის გვირაბთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 5 ადამიანი დაშავდა

ჩაქვის გვირაბთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ გზაზე, გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ხუთივე მათგანს სხეულის მცირე დაზიანება აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]

ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეჯახა - დაშავდა 2 ადამიანი

26 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ჩაქვში, გვირაბთან ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სატვირთო ტრაილერისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად განსაკუთრებით ეს უკანასკნელი დაზიანდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები იყვნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. ამ დროისთვის ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კერძოდ, გვირაბის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი […]

ჩაქვში ავარიაში 19 წლის თამარ არმელიძე დაიღუპა

ჩაქვში ავარიაში 19 წლის თამარ არმელიძე დაიღუპა

დაბა ჩაქვში ავტოავარიას 19 წლის თამარ არმელიძე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლმა შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო, გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის […]

19 წლის გოგონა ჩაქვში ავარიაში დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

დღეს დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე, ავტოავარიას 19 წლის  გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.  ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადასტურებენ, მათი ინფორმაციით  მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გოგოს მეგობარი მართავდა გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა, მძღოლმა დაზიანებები მიიღო. ბათუმელები

ბათუმთან ავარიის შედეგად 3 თვის ტყუპებიც დაიღუპნენ – ავარიას 1 ოჯახიდან 3 ადამიანი შეეწირა

ბათუმთან ავარიის შედეგად 3 თვის ტყუპებიც დაიღუპნენ - ავარიას 1 ოჯახიდან 3 ადამიანი შეეწირა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მამაა. „კვირას“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. აღსანიშნავია, რომ ლურჯი ფერის მსუბუქი […]

ჩაქვში სატვირთო მანქანა ფერდობზე გადავარდა

ჩაქვში სატვირთო მანქანა ფერდობზე გადავარდა

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი ჩაქვის გვირაბთან შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ფერდობზე გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. როგორც შსს–ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ავარია ჩაქვში – დაშავებულია 8 ადამიანი

ავარია ჩაქვში - დაშავებულია 8 ადამიანი

ავარია ჩაქვში – შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ჩაქვში, გვირაბთან, 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი

ჩაქვში, გვირაბთან, 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა - დაშავდა 6 ადამიანი

დაბა ჩაქვში, გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ქალასა და გულმკერდის არეში დაზიანება აღენიშნება, ხოლო ხუთ დაზარალებულს დაჟეჟილობები აქვს მიღებული. მათ ამ დროისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე […]

ჩაქვში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

ჩაქვში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა ჩაქვში. მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად, ერთი ავტომანქანა მდინარე აჭყვაში გადავარდა. ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ ფოტოს ajaratv.geავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ბრიგადები. მაშველებმა მანქანა წყლიდან უკვე ამოიყვანეს. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. უწყების პრესამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე 276-ე […]