ჩაქვში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

ჩაქვში ავტომანქანა მდინარეში გადავარდარამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა ჩაქვში. მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად, ერთი ავტომანქანა მდინარე აჭყვაში გადავარდა. ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ ფოტოს ajaratv.geავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ბრიგადები. მაშველებმა მანქანა წყლიდან უკვე ამოიყვანეს.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. უწყების პრესამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე 276-ე მუხლით აღიძრა.

 პირველი