დაბა ჩაქვში, გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ქალასა და გულმკერდის არეში დაზიანება აღენიშნება, ხოლო ხუთ დაზარალებულს დაჟეჟილობები აქვს მიღებული. მათ ამ დროისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურება უტარდებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

