ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ზუგდიდი შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას 

ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ზუგდიდი შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ ორსულს ტემპერატურა აღენიშნება.
საქართველოში COVID 19–ით ახალგაზრდა დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგები ახლა მის კონტაქტებს არამარტო თბილისში, არამედ სამეგრელოშიც ეძებენ, რადგან როგორც გაირკვა, მამაკაცს ამეგრელოში ათეულობით პირთან ჰქონდა კონტაქტი.სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ ორსულს ტემპერატურა აღენიშნება. ქალი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა მასთან ამ დრომდე არავინ მისულა.

მამაკაცი სამეგრელოში 27 მარტს ჩავიდა, და ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში იმყოფებოდა.

წალენჯიხის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელიას თქმით, ახალგაზრდა, რომელსაც კორონავირუსი თბილისში დაუდგინდა რამდენიმე დღით ადრე სოფელ ლიაში იმყოფებოდა.

“​ამ პირთან სოფელ ლიაში კონტაქტირებული ოჯახის ყველა წევრი გადაყვანილია ანაკლიის საკარანტინე ზონაში. აღნიშნული პიროვნება სამეგრელოში იმყოფებოდა 28 მარტს. ის იმყოფებოდა ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ზუგდიდის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური დამატებითი კონატაქტების გამოსვლენად. პიროვნებას თბილისში გამოუვლინდა covid-19 და ამის შემდეგ გახდა საჭირო მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა”, – ამბობს კვარაცხელია.