ჭდე: ჩხუბი

ლევან ვასაძის მომხრეები და პოლიცია კანცელარიასთან ერთმანეთს დაერივნენ

ლევან ვასაძის მომხრეები და პოლიცია კანცელარიასთან ერთმანეთს დაერივნენ

მთავრობის კანცელარიასთან პოლიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. ლგბტ აქციის მონაწილეებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონია. კონტრაქციის მონაწილეები ლგბტ აქციის მონაწილეობთან მიახლოებას ცდილობენ, რასაც შეხლა შემოხლა მოჰყვა. იპნ

რუსთავის რესტორანში ორმა მაგიდამ იჩხუბა – 12 საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს – ვიდეო

რუსთავის რესტორანში ორმა მაგიდამ იჩხუბა - 12 საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს - ვიდეო

25 მაისს რუსთავში, რესტორან “სამეფოში” დიდი ჩხუბი მოხდა. რესტორნის გარე ვერანდაზე ორი სხვადასხვა სუფრის წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე სამართალდამცავების 12 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით. დაკავებულია 2 მამაკაცი. ინფორუსთავი

ჩხუბი 51-ე სკოლაში ვიდეოშარჟის გამო მოხდა?

ჩხუბი 51-ე სკოლაში ვიდეოშარჟის გამო მოხდა?

51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხუბში მონაწილე მოზრდილებს და თვითმხილველებს კი პოლიციაში კითხავენ. დაპირისპირება კლასელებს შორის ქურდული სამყაროს გაშარჟების გამო დაიწყო. ვიდეო თავად მოსწავლეებმა მოამზადეს, სადაც სკოლის ერთ-ერთი პედაგოგიც ფიგურირებს. თუმცა დაპირისპირებული მოზარდების მშობლები უარყოფენ, რომ ჩხუბი ვიდეოკლიპის გამო დაიწყო. „ჩხუბი იყო, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი წალაპარაკება, წაჯიკავება. ისეთი უსამართლობები ხდება ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ  […]

ჩხუბი მეტრო დელისთან – 4 პირი დააკავეს

ჩხუბი მეტრო დელისთან - 4 პირი დააკავეს

თბილისის ცენტრში გვიან ღამით სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ დელისთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს. მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ […]

ბათუმის საკრებულოში “ოცნების” წევრებმა და ნაციონალებმა იჩხუბეს – ვიდეო

ბათუმის საკრებულოში "ოცნების" წევრებმა და ნაციონალებმა იჩხუბეს - ვიდეო

ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მმართველ გუნდს საჯარო ინფორმაციის დამალვაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, ბათუმის მერიის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციაა და საჯარო ინფორმაციებსაც სწორედ ამიტომ არ გასცემენ. აღნიშნულ საკითხზე დაწყებული კამათისას დეპუტატებმა […]

მოჩხუბარი ახალგაზრდების გაშველებისას 2 პოლიციელი დაშავდა – რა მოხდა ქობულეთში

მოჩხუბარი ახალგაზრდების გაშველებისას 2 პოლიციელი დაშავდა - რა მოხდა ქობულეთში

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ახალგაზრდების გაშველებისას ქობულეთის პოლიციის 2 თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პირველადი ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. […]

პოლონეთში ქართველებმა ერთმანეთი დახოცეს – მოკლულია 1, დაჭრილია 1, დაკავებულია 2 ქართველი

პოლონეთში ქართველებმა ერთმანეთი დახოცეს - მოკლულია 1, დაჭრილია 1, დაკავებულია 2 ქართველი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებისა და დაჭრის ფაქტს ადასტურებს. როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, დაჭრილია ასევე საქართველოს ერთი მოქალაქე. ინციდენტი კი 24 მარტს, გლიშნოს ტერიტორიაზე მოხდა. “ქ. ბიტოვის პოვიატის პოლიციის კომენდატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ 2019 წლის 24 მარტს (გლიშნოს ტერიტორიაზე) მომხდარი დაპირისპირების (ჩხუბი) დროს სხეულზე მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე […]

ჩხუბი თიბისის ცენტრალურ ოფისთან – პოლიციამ 3 პირი დააკავა

ჩხუბი თიბისის ცენტრალურ ოფისთან - პოლიციამ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ოფისთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინიsტროში განუცხადეს, ინცინდენტის დროს მოქალაქეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, როდესაცბანკის დაცვის თანამშრომლებთან ჩხუბი მოუვიდათ. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ინცინდენტი ბანკს არ უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო.

ზუგდიდის სუპერმარკეტ „ნიკორაში“ ნასვამმა პირებმა თანამშრომლები სცემეს

ზუგდიდის სუპერმარკეტ „ნიკორაში“ ნასვამმა პირებმა თანამშრომლები სცემეს

ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორაში“ რამდენიმე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეიჭრა, დააზიანეს ინვენტარი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს. ამის შესახებ ზუგდიდიდან „ინტეპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება. მაღაზიის სამი თანამშრომელი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ისინი ნევროტულ მდგომარეობაში არიან. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ […]

ბათუმში მომხდარი დაჭრის გამო 5 პირი დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა სულ 5 პირი დააკავეს. ძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ჯანრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ხულიგნობა იარაღის გამოყენებით. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე დაიწყო, შემდეგ კი ჩხუბი იმ საავადმყოფოში გაგრძელდა, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს. ერთ-ერთ დაშავებულს მუცელში აღენიშნებოდა ჭრილობები, მეორეს კი ბარძაყის არეში. ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. მესამე დაშავებულს ჭრილობები […]