ჭდე: ჩხუბი

მასობრივი ჩხუბი სომხეთის პარლამენტში – ვიდეო

მასობრივი ჩხუბი სომხეთის პარლამენტში - ვიდეო

სომხეთის პარლამენტში დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტი ფრაქცია “ნათელი მომავლის” და ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატებს შორის მოხდა. “ჩემი ნაბიჯის” ერთ-ერთი ლიდერი მმართველი პარტიის დეპუტატებს აკრიტიკებდა, რის საპასუხოდაც  ოპონენტებისგან შენიშვნა მიიღო. საბოლოოდ, ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი ტრიბუნიდან ჩამოვიდა, მმართველი ფრაქციის დეპუტატი ადგა და მათ შორის ჩხუბი დაიწყო. ჩხუბის მომენტში პარლამენტში იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. პალიტრავიდეო

ცემა-ტყეპა თურქეთის პარლამენტში – ვიდეო

ცემა-ტყეპა თურქეთის პარლამენტში - ვიდეო

თურქეთის პარლამენტში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკის გამო დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს თურქეთის მმართველი პარტიისა და „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი დეპუტატ ენგინ ოზქოჩის განცხადება გახდა, რომელმაც ერდოღანი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და სამარცხვინო უწოდა. ამასთანავე, მან თურქეთის პრეზიდენტს სირიაში იდლიბის პროვინციაში მოკლული თურქი სამხედროს მიმართ უპატივცემულობაში დასდო ბრალი. ოზქოჩის თქმით, ერდოღანი […]

ჩხუბი ”ოცნების” ოფისთან – 2 ადამიანი დაშავდა

ჩხუბი ”ოცნების” ოფისთან - 2 ადამიანი დაშავდა

“ქართული ოცნების” ოფისთან დაპირისპირებაა – მოძრაობა “სირცხვილიას“, “შეცვალეს” და “გაბედეს“ წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. როგორც აქტივისტები ამბობენ, ოფისთან “ქართული ოცნების“ ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, ტერიტორიაზე იმყოფებიან მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც. სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ სამართალდამცველებს დააკავონ ე.წ. კონტრაქციის წევრები, რომლებიც, მათი თქმით, ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევას ცდილობენ. სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების“ ოფისი ფანჯრებს სტიკერები წარწერით – “სირცხვილია“ მიაკრეს. […]

ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტში იჩხუბეს

ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტში იჩხუბეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ. მანამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი იყო. ისინი ერთმანეთს “ჩირგვებში დამალულს” უწოდებდნენ. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. შეხლა-შემოხლის გამო, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

სროლა და ჩხუბი რუსთავის რესტორანში – ვიდეო

სროლა და ჩხუბი რუსთავის რესტორანში - ვიდეო

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რესტორანში “მადაგონი” სროლით და 2 ადამიანის დაკავებით დასრულდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ჩხუბი ერთერთი სუფრის წევრებსა და მუსიკოს შორის მოხდა. მამაკაცებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსმა უარი განუცხადა, ამის შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება უკვე ჩხუბში გადაიზარდა, რაც ინვენტარის დამტვრებით და რამდენიმე ადამიანის დაშავებით დასრულდა. ჩხუბის დროს იყო იარაღიდან გასროლის ხმაც, თუმცა […]

გერმანიაში ქურთებმა და თურქებმა იჩხუბეს – 9 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში ქურთებმა და თურქებმა იჩხუბეს - 9 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში, თურქებსა და ქურთებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის ხუთი პოლიციელი, დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალაქ ლუდენშეიდში ოთხშაბათს საღამოს ქურთებმა აქცია გამართეს და სირიაში თურქების შეჭრა გააპროტესტეს, როდესაც მათსა და თურქ კონტრ-დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ხუთი დემონსტრანტი დააკავა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქურთმა დემონსტრანტებმა გერმანიის […]

ყიფშიძეზე გარჩევაში დაჭრილები ლევან ძნელაძე და გივიკო ცინცაძე არიან

ყიფშიძეზე გარჩევაში დაჭრილები ლევან ძნელაძე და გივიკო ცინცაძე არიან

ყიფშიძის ქუჩის სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა და დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პირი, რომელიც მძიმედ არის დაშავებული და ამჟამად საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩბა, ლევან ძნელაძეა, ხოლო ქალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და გუშინ “კურიერის” მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებშიც ჩანდა, მარიკა წერეთელი. ლევან ძნელაძის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ოჯახი ფლობდა მიწას […]

ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და წიხლი მოუქნია – პოლიციამ დეპუტატი მანქანით გაიყვანა – ვიდეო

ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და წიხლი მოუქნია - პოლიციამ დეპუტატი მანქანით გაიყვანა - ვიდეო

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. „მონა ხარ“ – მიმართეს აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანს. თავის მხრივ დეპუტატი სამართალდამცავებს არ მიყვება და აცხადებს, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამ წუთებში კვიციანის დაკავებას ითხოვენ და სკანდირებენ – „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“. ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე აგინა […]

ცემა-ტყეპა გორის ფეშენ ვიკზე – დიზაინერი მასხულია ჟურნალისტმა ადამაშვილმა თმით ითრია

ცემა-ტყეპა გორის ფეშენ ვიკზე - დიზაინერი მასხულია ჟურნალისტმა ადამაშვილმა თმით ითრია

გორში ხმაურია, რესტორან “მზიურში” პოლიცია გამოიძახეს. “რეგიონ ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან POSTV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. “ფეშენ ვიქის” მეორე ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ საღამოს ჩაშლაში POSTV დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვეს. ინტერნეტ ტელევიზიის წარმომადგენელმა მერიკო კარტოზიამ […]

მამაკაცმა თანამშრომელი ქალი ცემა

მამაკაცმა თანამშრომელი ქალი ცემა

ხელვაჩაურში მამაკაცმა საკუთარ თანამშრომელს, 47 წლის ქალბატონს სცემა. დაშავებული სხვადასხვა დაზიანებებით ბათუმში კლინიკა “მედინაში” მოათავსეს. ქალს დაზიანებული აქვს თვალი და აღენიშნება დაჟეჟილობები, თუმცა არცერთი მათგანი სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ინციდენტის მონაწილეები “კურიერთან” საუბარში ყვებიან, რომ მათ შორის უთანხმოება 5 წელია გრძელდება და ისინი ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ. მამაკაცი ქალზე ფიზიკურ ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ მას მხოლოდ სიტყვიერი […]