ჭდე: დახრჩობა

ფოთში ბიჭი დაიხრჩო

ფოთში ბიჭი დაიხრჩო

ფოთში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი დაიხრჩო. ბიჭი სავარაუდოდ დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იყო ჩასული. მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მთავარი

“ნავში იჯდა და წყალში გადავარდა” – სიონის ტბაში მამაკაცი დაიხრჩო

"ნავში იჯდა და წყალში გადავარდა" - სიონის ტბაში მამაკაცი დაიხრჩო

სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნავზე იმყოფებოდა, როდესაც ის წყალში გადავარდა და დაიხრჩო. “შემოვიდა ინფორმაცია რომ სიონის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი ნავიდან ჩავარდა წყალში და გაუჩინარდა. ადგილზე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. რეზონანსი

გარდაბანში 35 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დამხრჩვალი იპოვეს

გარდაბანში 35 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დამხრჩვალი იპოვეს

გარდაბანში სოფელ ნაგებში მაშველებმა 35 წლის მამაკაცი, სარწყავი არხიდან დამხრჩვალი ამოიყვანეს. ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. მამაკაცი მამასთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, როდესაც ის სარწყავ არხში ჩავარდა. საქმე აღძრულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

ალაზანში 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი იპოვეს

ალაზანში 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი საძიებო სამუშაობის შემდეგ, მყვინთავებმა 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი მდინარე ალაზანში იპოვნეს. ფრიდონაშვილები წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან. ოჯახი, წლების განმავლობაში, თბილისში ცხოვრობს. დავით ფრიდონაშვილი სოფელში ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად და საბანაოდ მდინარე ალაზანზე, ჩალაუბანში მცხოვრებ მეგობართან ერთად წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და […]

დედა შვილებს ფოტოებს უღებდა, როცა 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცდა, მტკვარში ჩავარდა და დაიხრჩო

დედა შვილებს ფოტოებს უღებდა, როცა 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცდა, მტკვარში ჩავარდა და დაიხრჩო

უბედური შემთხვევა თბილისში – მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 6 წლის ბიჭი დასთან და დედასთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და დინებამ გაიტაცა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დედას შვილები სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი და მათ ფოტოებს უღებდა. სწორედ ამ დროს დაუცდა ფეხი სველ ქვაზე 6 წლის ბიჭს და ის მტკვარში გადავარდა. დედამ და […]

მდინარე წყალწითელაში14 წლის მოზარდი დაიხრჩო

მდინარე წყალწითელაში14 წლის მოზარდი დაიხრჩო

10 ივნისს ქუთაისის მახლობლად მდინარე წყალწითელაში14 წლის მოზარდი გაუჩინარდა. ბავშვი მდინარეში საბანაოდ შევიდა და ვეღარ პოულობდნენ. შსს-ს განმარტებით, ადგილზე მისულ სახანძარო-სამაშველო ჯგუფს ბავშვის ცხედარი ნაპირზე ამოსვენებული დახვდა. პრაიმ ტაიმი

ტრაგედიით დასრულებული თევზაობა – მდინარე იორში 2 მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტრაგედიით დასრულებული თევზაობა - მდინარე იორში 2 მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი, რომლებიც მდინარე სათევზაოდ იყვნენ წასულები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ. „ინიციატორის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, როდესაც მდინარეში ჩავარდნენ. […]

ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბათუმში ზღვამ 25 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი თვითმხილველებმა შენიშნეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე შესაბამის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. იპნ

ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანში,სოფელ კოლაგში მცხოვრები 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,ბიჭი მდინარზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ის სხვის დახმარებას ცდილობდა,თუმცა დინებამ წაიღო და დაიხრჩო. მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვამას გულისხმობს.

“ბანაობისას შეუძლოდ გახდა” – თორნიკე კუპრეიშვილი ტეხურაში დაიხრჩო

"ბანაობისას შეუძლოდ გახდა" - თორნიკე კუპრეიშვილი ტეხურაში დაიხრჩო

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეჯეთში 24 წლის თორნიკე კუპრეიშვილი დაიხრჩო. ის სოფელ გეჯეთში ცხოვრობდა, მდინარე ტეხურაც ამავე სოფელთან მდებარეობს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თორნიკე ბანაობისას შეუძლოდ გახდა, სავარაუდოდ მას გული გაუჩერდა და დაიხრჩო. თორნიკეს მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. დედა კი საზღვარგარეთაა წასული. ის სოფელ გეჯეთში მარტო ცხოვრობდა. შსს-ს ცნობით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. […]