“ბანაობისას შეუძლოდ გახდა” – თორნიკე კუპრეიშვილი ტეხურაში დაიხრჩო

"ბანაობისას შეუძლოდ გახდა" - თორნიკე კუპრეიშვილი ტეხურაში დაიხრჩოსენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეჯეთში 24 წლის თორნიკე კუპრეიშვილი დაიხრჩო. ის სოფელ გეჯეთში ცხოვრობდა, მდინარე ტეხურაც ამავე სოფელთან მდებარეობს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თორნიკე ბანაობისას შეუძლოდ გახდა, სავარაუდოდ მას გული გაუჩერდა და დაიხრჩო.

თორნიკეს მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. დედა კი საზღვარგარეთაა წასული. ის სოფელ გეჯეთში მარტო ცხოვრობდა.

შსს-ს ცნობით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი