“ჩვენ გამოგვიშვა, თვითონ წავიდა, ჰუმანურად იქცეოდა” – რას ყვება გათავისუფლებული მძევალი ლაშა შენგელია

"ჩვენ გამოგვიშვა, თვითონ წავიდა, ჰუმანურად იქცეოდა" - რას ყვება გათავისუფლებული მძევალი ლაშა შენგელიასამეგრელოს რეგიონში სპეცოპერაცია დასრულდა.  სამივე მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა, თავისუფალია.

“გათავისუფლებული ვართ, სამივე სამშვიდობოზე ვართ, კარგად ვგრძნობთ თავს. გამოგვიშვა, თვითონ წავიდა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოგვიშვა. ღამე იყო და არ ვიცი რა ადგილას გამოგვიშვა. მანქანაში კარგად იქცეოდა, არანაირი მუქარა არ ყოფილა, ჰუმანურად იქცეოდა,”- უთხრა “კურიერს” სატელეფონი საუბრისას ლაშა შენგელიამ.