ჭდე: გირაო

კონსტანტინე ნატროშვილს 20.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

მამაკაცი რესტორანთან ისვრის

პირი, რომელმაც მცხეთაში, რე0ტორან “მარანი ჰოლში” ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ისროლა, აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კონსტანტინე ნატროშვილს 20. 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლე სოფიო ლეჟავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. პროკურატურის ინფორმაციით ფაქტი 7 ივნისს მოხდა. ნატროშვილს საგამოძიებო უწყებამ ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, […]

სააკაშვილის ადვოკატზე ძალადობისთვის დაკავებულ გიორგი გიუაშვილს გირაო შეეფარდა

სააკაშვილის ადვოკატზე ძალადობისთვის დაკავებულ გიორგი გიუაშვილს გირაო შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ ინსპექტორს, ბრალდებულ გიორგი გიუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე გიუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საკუთარ შუამდგომლობაში პროკურორი ლევან ქუთათელაძე განმარტავდა, კონფლიქტის ინიციატორი თავად ბრალდებული გახლდათ, მან ადვოკატი […]

ცომაია, ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები გირაოთი გაათავისუფლეს

ცომაია, ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები გირაოთი გაათავისუფლეს

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა მიიღო. დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო. აღნიშნულის შემდეგ, […]

ზურაბ ზვიადაური ციხიდან გამოუშვეს

ზურაბ ზვიადაური ციხიდან გამოუშვეს

​50 ათასლარიანი გირაოთი ზურაბ ზვიადაურის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მიიღო. ზვიდაურის გარდა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ზვიადაურის საქმის ფიგურანტი, კიდევ ერთო ბრალდებული ჯანგირაშვილი. ზვიადაური, 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული, რომლის დროსაც  დაპირისპირებასა და გარჩევას მისი ძმა ემსხვერპლა. მთავარი

ჩუმლაყში მკვლელობის საქმეში ბრალდებული ალექსანდრე ტურიაშვილი გირაოთი გამოუშვეს

მალხაზ ბადუაშვილის ნაცვლად მკვლელმა იმედა ჩიქობავა მოკლა - ჩუმლაყის სროლის ახალი დეტალები

„მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტი, შურისძიებას უკავშირდება“ – ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაკავებული პირების ადვოკატმა განაცხადა. მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ორი პირიდან, ერთ – ერთი, სასამართლომ ოთხი თვის გასვლის შემდეგ, გირაოთი გაათავისუფლა. დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ, ალექსანდრე ტურიაშვილს, სამი ათას ლარიანი გირაოს გარდა,  საზღვრის გადაკვეთა, მოწმეებთან კონტაქტი და საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ბრალდებულის ადვოკატის, […]

ბებიას, რომელმაც შვილიშვილის დამჩოქებელი თანაკლასელები დააჩოქა, 4.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ბებიას, რომელმაც შვილიშვილის დამჩოქებელი თანაკლასელები დააჩოქა, 4.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ლაგოდეხის სასამართლომ ლაგოდეხში მე-6 კლასის მოსწავლეების მიმართ განხორციელებული იძულების საქმეზე არასრულწლოვნის ბებიას აღკვეთის ღონისძიების სახით 4.000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესზე ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყო წარმოდგენილი. ბრალდებულმა ლ.კ-მ სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე […]

პროკურატურა – “გადაიხადოს მელიამ გირაო და მის გამოშვებას მოვითხოვთ”

პროკურორი გულუაშვილი - "თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა"

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. შესაბამისი განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. „2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით […]

ნიკა მელია – “გირაოს არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!”

მელია - "კალაძე ინტელექტისგან დაცლილი ადამიანია, მის სიტყვას ნულის ფასი აქვს"

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მელია აცხადებს, ამ ბრძოლაში ის არის მართალი. “არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე -ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე – ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, […]

პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებას მოითხოვს თუ ის 40.000 ლარიან გირაოს არ გადაიხდის

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხზე გაფრთხილების მიზნით ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მათივე განმარტებით, მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40.000 ლარი უნდა გადაიხადოს ან გირაო აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით უნდა უზრუნველყოს. როგორც […]

პროკურორი სადრაძე – “მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დავაყენებთ”

პროკურორი სადრაძე - "მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დავაყენებთ"

პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის – გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. შესაბამისი შუამდგომლობით უწყება სასამართლოს რამდენიმე წუთში მიმართავს. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, […]