ჭდე: გორი

გორში არასრულწლოვნებმა პრეზერვატივების ყუთი მოიპარეს

გორში არასრულწლოვნებმა პრეზერვატივების ყუთი მოიპარეს

გორში, არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან პრეზერვატივები მოიპარეს. შემთხვევა ნიკორაში, 10 ივნისს საღამოს საათებში მოხდა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსრა. ინდენტიფიცირებულა ის პირი, ვინც იმ მომენტში დახლიდან ყუთი აიღო: ,,საღამოს საათებში ბევრი ხალხი ტრიალებდა, ეს ბავშვებიც რამდენჯერმე შემოვიდნენ-გავიდნენ.კამერამ დააფიქსირა, როგორ აიღეს ყუთი” – ამბობენ ნიკორაში. მაღაზიაში მივიდა მოზარდის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ წაღებული ნივთების თანხას გადაიხდის. როგორც მაღაზიაში გვითხრეს, […]

გორში მარკეტი დააყაჩაღეს – ორსული თანამშრომელი ცემეს

გორში მარკეტი დააყაჩაღეს - ორსული თანამშრომელი ცემეს

გორში დილით მაღაზია ,,ლიბრე” დააყაჩაღეს და სეიფი გაიტაცეს, ხოლო მარკეტის ორი თანამშრომელს, მათ შორის  ერთ ორსულს სცემეს. თავდამსხმელები  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მარკეტი თანამშრომლები შეშინებულები არიან და  ამბობენ რომ თავს დაუცველად გრძნობენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 179 -ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. მთავარი

გორში მანქანა ბენზინის ჩასხმისას დაგორდა

გორში მანქანა ბენზინის ჩასხმისას დაგორდა

სოციალურ ქსელში, გორში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გადაღებული ვიდეო ვრცელდება. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მანქანა სადგურიდან იქამდე წავიდა, სანამ ბენზინის ჩასხმა დასრულდებოდა. „ასე არასდროს გააკეთოთ. საწვავის ჩასხმის დროს გამორთეთ ავტომობილი“ – წერენ სოციალურ ქსელში. ვიდეოს სოციალურ ქსელში გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს“ აქვეყნებს.

გორის მერიის ორგანიზაციას, საიდანაც ფულს ტოტალიზატორებში რიცხავდნენ, მეხი დაეცა

გორის მერიის ორგანიზაციას, საიდანაც ფულს ტოტალიზატორებში რიცხავდნენ, მეხი დაეცა

გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შენობას, სადაც ბიტკოინების ქარხანა იყო მოწყობილი და ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორებში რიცხავდნენ, მეხი დაეცა. დაზიანდა ელექტრომოწყობილობები და WiFi-ის მიმღები აპარატურა. საბიუჯეტო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზარალი 100 ლარამდეა და კომპიუტერი, პრინტერი და სხვა მოწყობილობები უკვე შეაკეთეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ შენობას მეხი უკვე მესამედ დაეცა, რასაც მეხამრიდის არარსებობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ პრობლემის თავიდან […]

გორში სიელმისა და ახლომხედველობის შემთხვევები გახშირდა 

გორში სიელმისა და ახლომხედველობის შემთხვევები გახშირდა 

,,გორმედი” ავრცელებს ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მობილური ტელეფონების ხშირი გამოყენება მოზარდებზე. ასე მაგალითად, ოფთალმოლოგი თეიმურაზ კუპრიაშვილი განმარტავს, რომ ბავშვებში გახშირებულია სიელმე და ასევე, უკვე ძალზე ხშირია ახლომხედველობის შემთხვევები: ,,ეს ძირითადად, გამოწვეულია მობილური ტელეფონების ძალზე აქტიურ რეჟიმში გამოყენებით და ამავდროულად, კომპიუტერული ტექნიკით ინტენსიურად სარგებლობით.” – აღნიშნავს ექიმი. თეიმურაზ კუპრიაშვილი განმარტავს, რომ როგორც სიელმის, ასევე […]

გორის სოფელ მარანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გორის სოფელ მარანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

 ხანძარი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში. ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა ბინა, რომელშიც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის სისტემიდან გაჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ტვ მონიტორინგისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩიხლაძეების ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაიწვა ბინაში შენახული ფულიც. ასევე მობილური ტელეფონები და სხვა პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები. ქართლი.გე

“არ შემიძლია შვილებს და ხალხს თვალებში ვუყურო” – გორში ბუღალტერ ლეილა წკრიალაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

"არ შემიძლია შვილებს და ხალხს თვალებში ვუყურო" - გორში ბუღალტერ ლეილა წკრიალაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

“2020 წლამდე ერთი თეთრი არ მიმითვისებია… შემდეგ რაც მოხდა, ვაღიარებ… არ შემიძლია გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში” – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ლუდომანი ბუღალტერი, ლეილა წკრიალაშვილი საუბრობს, რომელმაც საბიუჯეტო თანხები ონლაინ ტოტალიზატორში გადარიცხა. ცნობილია, რომ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „ჩემი მუშაობის დაწყებიდან 2020 წლამდე ერთი თეთრი არ მიმითვისებია. ყველაფერი არის ხაზინაში და შეუძლიათ […]

გორში პოლიციის პიკაპი მანქანას დაეჯახა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ამბულატორიულად გაეწია, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარშია მოთავსებული და მას ოპერაცია უტარდება. შემთხვევა ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

სუსმა გორში ტურიზმის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარი ბუღალტერი ლეილა წკრიალაშვილი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით […]

ავარია ავტობანზე – ავტომანქანა, სადაც ბავშვები დედასთან ერთად ისხდნენ, სანიაღვრე არხში ჩავარდა

ავარია ავტობანზე - ავტომანქანა, სადაც ბავშვები დედასთან ერთად ისხდნენ, სანიაღვრე არხში ჩავარდა

გორის ავტობანზე, გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი სანიაღვრე არხში გადავარდა. ავარიის დროს ავტომობილში დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. მათ სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია იმყოფება.