ჭდე: გორი

გორში ნაციონალების ოფისს თავს დაესხნენ

გორში ნაციონალების ოფისს თავს დაესხნენ

თავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე გორში – უცნობმა პირებმა შენობის ფასადი წითლად შეღებეს და რუსული წარწერები დატოვეს. შემთხვევა 4 მარტს გამთენიისას მოხდა. ვიდეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აზიანებს უცნობი პირი ოფისს. მას, სავარაუდოდ, მითითებებს კონკრეტული პიროვნება აძლევდა. ენმ-ში ამბობენ, რომ ეს პრორუსული, ძალადობრივი “ალტ-ინფოს” და ხელისუფლების ერთობლივი ნამუშევარია. პარტიაში იმედი არ აქვთ, რომ მომხდარს შსს გამოიძიებს. ცნობისთვის, […]

გორში მანქანას 14 ჭრილობით დაჭრილი მამაკაცი მართავდა

გორში მანქანას 14 ჭრილობით დაჭრილი მამაკაცი მართავდა

სისხლიანი თავდასხმა გორში –  ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. “ტვ პირველის” კორესპოდენტის თქმით, პოლიციამ ჯორბენაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გააჩერა, აღმოჩნდა, რომ მას დაჭრილი 48 წლის კაცი მართავდა. მოქალაქეს ცივი იარაღით 14 ჭრილობა მიაყენეს. დაშავებული “გორმედის” კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ტვ პირველი

გორში სტალინის ძეგლი სისხლისფრად შეღებეს

გორში სტალინის ძეგლი სისხლისფრად შეღებეს

გორის რაიონში, სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი სისხლისფრად შეღებეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. “ჩვენ არ დავუშვებთ რუსი დიქტატორის ძეგლის დადგმას, მითუმეტეს ქალაქში, სადაც რუსული ბომბები ცვიოდა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს,”- წერია ინფორმაციაში. ტვ პირველი

გორში ბიჭის გაუპატიურებისთვის გ.ზ-ს 16 წელი მიუსაჯეს

გორში ბიჭის გაუპატიურებისთვის გ.ზ-ს 16 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის განცხადებით, გორის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებისთვის ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა. “გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ […]

სუს-მა გორში ბიტკოინების ქარხანა იპოვა

სუს-მა გორში ბიტკოინების ქარხანა იპოვა

„ტვ ფორმულას“ ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორში ბიტკოინების ქარხანას მიაგნო. მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ქვათაძეს ეკუთნოდა, მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი კი – 6000 ლარს აღწევდა, რისი გადახდაც ბიუჯეტიდან ხდებოდა. ფორმულას ინფორმაციით, გიორგი ქვათაძემ აღიარა, რომ მაინერები მას ეკუთვნოდა და 2 წლის განმავლობაში იყენებდა. ქვათაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ის არ […]

გორში 82 წლის კ.მ. შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

გორში 82 წლის კ.მ. შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

სამართალდამცავებმა გორში ოჯახის წევრის – შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 82 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცმა შვილს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ […]

გორში მამამ შვილი საწოლში დაჭრა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

უმძიმესი კრიმინალური შემთხვევა გორში – არსებული ინფორმაციით, მამამ საკუთარი შვილი საწოლში დაჭრა. შუახნის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გორმედის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ავარია გორთან – 6 დაშავებული გორმედში გადაიყვანეს

ავარია გორთან - 6 დაშავებული გორმედში გადაიყვანეს

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია. ,,გორმედის” კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. აღნიშნული ავარიის გარდა, მოცურების შედეგად ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან […]

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს

გორში, სამხედრო ჰოსპიტლიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, რეორგანიზაციის მიზეზით, დაწესებულებიდან მიზეზის აუხსნელად 20 -ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს. 3-მა მათგანმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. “სრულიად მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, მიზეზები არ განუმარტეს და ბრძანებაც არ ჩააბარეს დღემდე. თანამშრომლები არიან 4-8 და 15 წლიანი სტაჟით და არ იციან რატომ გაათავისუფლეს. ჩვენ ჯერჯერობით, მხოლოდ 3-მა […]

“ვანო კუთარაშვილი ტირის, ისე განიცდის ძმის მკვლელობას” – გორში მკვლელობის ახალი დეტალები

"ვანო კუთარაშვილი ტირის, ისე განიცდის ძმის მკვლელობას" - გორში მკვლელობის ახალი დეტალები

ძმები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, კამათი მოხდა, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტში, ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულის საზოგადოებრივმა ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, მოტივი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოეკლა თავისი ტყუპისცალი ძმა, არის აბსოლუტურად აბსურდული. ,,ძმის მკვლელობაში ბრალდებული […]