ჭდე: ისანი

ისანში ”სპარში” შესულ პირს მანქანა მოპარეს

კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულ ქეთი მურუსიძეს 8 წელი მიესაჯა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ქურდობა მოხდა. ადგილობრივების თქმით, ავტომობილი მაშინ წაიყვანეს, როცა მეპატრონე “სპარში” რამდენიმე წუთით შევიდა. ამასთან ირკვევა, რომ გუშინ კიდევ ერთი ავტომობილი მოიპარეს აღნიშნული ტერიტორიიდან. ისანში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა 2 საცხოვრებელი ბინაც გაქურდეს. პოლიცია დღეს მთელი დღის განმავლობაში კითხავდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. ამოიღეს “სპარის” სათვალთვალო კამერებიც. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის […]

ისანში 1,5 წლის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ისანში 1,5 წლის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 1,5 წლის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ისანში მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ისანში, მიკროავტობუსების გაჩერებაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლი იყო. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დამნაშავემ მსხვერპლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი. მათი ინფორმაციით, მძღოლი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა შსს-ს ცნობით, მუხლი გადაკვალიფიცირდება. იპნ

ისანში მანქანა 2 სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა – დაშავდა 4 პირი, მათგან 2 ბავშვია

ისანში მანქანა 2 სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა - დაშავდა 4 პირი, მათგან 2 ბავშვია

თბილისში, ისანში, შავი ზღვისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე, მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან გაჩერებულ ორ სამარშრუტო ტაქსს უკნიდან დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 4 პირი, რომელთაგან 2 პირი ინგოროყვას კლინიკასია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვია, რომელსაც თავის ტრავმა აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

ძარცვა და დაჭრა ისანში – პოლიციამ ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავა

ძარცვა და დაჭრა ისანში - პოლიციამ ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ი.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით, ხოლო 1998 წელს დაბადებული მ. ბ. პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს-მ, […]

ძარცვა ისანში – დაჭრეს 1 ახალგაზრდა

ძარცვა ისანში - დაჭრეს 1 ახალგაზრდა

ძარცვის მცდელობის დროს ისანში, ქეთევან წამებულის 65 ნომერში ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. კაცმა ჩანთა წაართვა ქალს და გაქცევის დროს მას იქვე მყოფი ახალგაზრდები დაედევნენ. წინააღმდეგობის გაწევისას, მძარცველმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა ერთ-ერთ ბიჭს. ადგილზე პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვმიტანილი კი დანაშაულის ადგილზე რჩება. მას სამართალდამცველები პოლიციის მანქანაში კითხავენ. იმედინიუსი

არეულობა ისანში – პოლიციასთან დაპირისპირებისას ქალი დაშავდა

არეულობა ისანში - პოლიციასთან დაპირისპირებისას ქალი დაშავდა

ისნის ძველი სამხედრო ჰისპიტალის შენობაში მცხოვრები მოსახლეობა თელასისგან მრიცხველების დაყენების მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რომლის დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად ქალი დაშავდა. აქციის მონაწილეების თქმით, თუ ისინი ხუთშაბათამდე 33 ათასი ლარის დავალიანებას არ გადაიხდიან, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. იმედინიუსი

ისნის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა

ისნის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, 13:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლება კორპუსი № 19-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 18.00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აბონენტებს მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და ონკანები დაკეტონ.

“ერთი ამოიხვნეშა და ადგილზე დალია სული” – თვითმხილველები ისანში მომხდარ ავარიას იხსენებენ

"ერთი ამოიხვნეშა და ადგილზე დალია სული" - თვითმხილველები ისანში მომხდარ ავარიას იხსენებენ

 ისანში გუშინ მომხდარ ავარიას 60 წალამდე ქალი ემსხვერპლა. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველები უყვებიან, გარდაცვლილი მუსკის მასწავლებელი იყო და საბედისწერო დღეს სკოლაში მიდიოდა. ქალმა სახლის წინ გადასვლა სცადა, რა დროსაც დისტრუბუციის ავტომობილი შეეჯახა. ახალგაზრდა მძღოლი არ გაქცეულა. – ამ ქუჩაზე ინტენსიური მოძრაობაა, შუქნიშანი ახლოს არ არის, შესაბამისად მოსახლეობა გზას ჭრის. ჩვენი მეზობელი სამსახურში მიდიოდა, რა დროსაც ამიკროავტობუსი […]

ისნის ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ

ისნის ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ

ისნის მეორადი ავტონაწილების ავტობაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ. დამწვარი ტერიტორია მათ სპეციალური ღობით აქვთ შემოსაზღვრული და დაზარალებულები ამ დროისთვის შიგნით შესავლას ვერ ახერხებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაზარალებულებმა განუცხადეს, განადგურებულია თითქმის ყველაფერი. – დამწვარია ყველაფერი. შიგნით შესვლას აზრიც კი არ აქვს. პირველ რიგში ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ ადმინისტრაციისგან. შემდეგ კი სახელმწიფოსგან, თუკი რამით დაგვეხმარება, – აცხადებენ დაზარალებულები.