“ერთი ამოიხვნეშა და ადგილზე დალია სული” – თვითმხილველები ისანში მომხდარ ავარიას იხსენებენ

"ერთი ამოიხვნეშა და ადგილზე დალია სული" - თვითმხილველები ისანში მომხდარ ავარიას იხსენებენ ისანში გუშინ მომხდარ ავარიას 60 წალამდე ქალი ემსხვერპლა. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველები უყვებიან, გარდაცვლილი მუსკის მასწავლებელი იყო და საბედისწერო დღეს სკოლაში მიდიოდა.

ქალმა სახლის წინ გადასვლა სცადა, რა დროსაც დისტრუბუციის ავტომობილი შეეჯახა. ახალგაზრდა მძღოლი არ გაქცეულა.

– ამ ქუჩაზე ინტენსიური მოძრაობაა, შუქნიშანი ახლოს არ არის, შესაბამისად მოსახლეობა გზას ჭრის. ჩვენი მეზობელი სამსახურში მიდიოდა, რა დროსაც ამიკროავტობუსი შეეჯახა. მძღოლსაც მთელი უბანი იცნობს, მას მაღაზიებში პური შემოჰქონდა. უწესიერრესი ბიჭია, ძალან განიცდიდა მომხდარს.
დაშავებული სასწრაფოს მოსვლემდე გარდაიცვალა, ერთი ამოიხვნეშა და ადგილზე დალია სული. საწყალს შვილიშვილი ახლახანს შეეძინა და მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, – აცხადებს “ნიუპოსტთან” გარდაცვლილის მეზობელი.
როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.