ჭდე: ივანიშვილი

“გახარიამ ივანიშვილს მის დაბადების დღეზე სამაგიერო გადაუხადა”

"ივანიშვილს გახარია პრემიერად არ სჭირდება"

პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გახარიას გადადგომაზე საუბრობს. – ბატონო დავით, გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც ჩანს, სიურპრიზი აღმოჩნდა თავად “ქართული ოცნებისთვის”. რა მოხდა? – 20 ივნისის დარბევის ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია. მაშინ მე ვიყავი დეპუტატი, პარლამენტში იყო გიორგი გახარიაც მოსული. ერთი კიბით დაბლა ვიდექი და ეზოში ვიყურებოდი, როდესაც […]

“გახარიას პენსიაზე გაუშვებენ და ნაციონალებს გადააბარებენ ხელისუფლებას” – ლევან ჩაჩუა

"გახარიას პენსიაზე გაუშვებენ და ნაციონალებს გადააბარებენ ხელისუფლებას" - ლევან ჩაჩუა

“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას დიდი პრობლემები აქვს: – ყველაზე საცოდავად “ოცნებაში” გამოიყურება პრემიერი გახარია. მას გუნდიც კი არ ჰყავს, სამ-ოთხ კაცს თუ არ ჩავთვლით. არადა, რეიტინგით გიორგი გახარია სხვებს უსწრებს. გახარიას მძიმე დროს უხდება პრემიერობა. მას, ალბათ, კიდევ ამუშავებენ, რამდენიმე თვეში კი პოლიტიკურ პენსიაზე გაუშვებენ. ღმერთმა უწყის, ვისით ჩაანაცვლებენ. […]

“გახარიამ მეზვრიშვილის მინისტრად დანიშვნა მოინდომა, რასაც მეზვრიშვილი შეეწირა”

მეზვრიშვილის შემდეგ გახარიაც გადადგება?

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე }ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასულმა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მისი ერთგული ადამიანები დატოვა: – ესენი არიან ირაკლი ღარიბაშვილი “ქართუ ბანკიდან”, ვახტანგ გომელაური – მისი დაცვის წევრი,  სუსის უფროსი “ქართუდან” მოდის და მისი მაღალი ნდობით სარგებლობს. მაია ცქიტიშვილი ჯერ ადმინისტრაციაში ჰყავდა და ახლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც ყველაზე მხარჯავი უწყებაა და დიდი […]

“იმის თქმა, რომ ივანიშვილმა ქვეყანა კობახიძეს გადააბარა, დიდი სისულელეა”

"ივანიშვილი კობახიძის კლანს იმიტომ აძლიერებს, რომ მოიშოროს"

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი კობახიძის შესახებ საუბრობს: – ზოგს რატომღაც ჰგონია, რადგან კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, კობახიძე აქცია ახალ ბიძინად. ახალ ბიძინად ვერავინ იქცევა. კობახიძემ, უბრალოდ, პარტია ჩაიბარა. – ეს რას ნიშნავს? – მას ჩაბარებული ექნება ისეთი თემები, როგორებიც არის არჩევნები, დემოკრატია, ძირითადად უცხოელებთან ურთიერთობები. როგორც ჩანს, უცხოელებთან ყველაფერი დალაგებული აქვს, კარგად […]

“გახარია და კალაძე ერთმანეთს დაჭამენ” – ელისაშვილი

ელისაშვილი - "თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და მის ადგილზე ოპოზიციის კანდიდატი დაინიშნოს"

ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. „ალბათ, რამდენიმე ადამიანთან […]

ივანიშვილი – “სააკაშვილი შალიკოს ტყუპი ძმა გახდა, მერაბიშვილი კი კაცია”

"ქიბარ ხალვაში "რუსთავი2-ში" იყო შემთხვევით და ფორმალურად" - ბიძინა ივანიშვილის აღიარება - ვიდეო

აბა ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. რასაც გინდა, იმას ამბობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ოპოზიცია უნდა გაჯანსაღდეს და ძალადობაზე უარი თქვას. „ეს კაცი მართავდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპაში და ამერიკაში. როგორ ახერხებდნენ ისინი შავი თეთრად გაეყიდათ. რა ფესვები ამოვძირკვეთ ყოველგვარი ნაკაწრის გარეშე, […]

კალაძე – “ივანიშვილს ძალაუფლება არ სჭირდება”

კალაძე - "ივანიშვილს ძალაუფლება არ სჭირდება"

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად”, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლას. როგორც კახა კალაძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილს მის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული. „როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე. ეს მისი […]

მაკრონმა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა

ივანიშვილი არჩევნებზე გამოჩნდა - "ზოგი პარტია ზედმეტად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს"

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა. საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. ექსკლუზივნიუსი

როგორ დაეხმარა ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას ქორწილის დღეს

როგორ დაეხმარა ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას ქორწილის დღეს

“ტაბულას” დამფუძნებელი და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე “ტვ პირველზე” გადაცემა “რეაქციაში” იხსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი 2005 წელს საკუთარი ქორწილის დღეს გაიცნო. „კვარიათიდან გრიგოლეთში მივდიოდით. ვქორწინდებოდით. აჭარელი კაცისგან გვქონდა მანქანა ნაქირავები, რომელიც გზაში გაფუჭდა. წყალი აადუღა. ზუსტად ციცინათელასთან გავჩერდით. ორმა მანქანამ გაიარა და უკან მობრუნდა. მინები ჩაიწია და გამხდარმა კაცმა გვითხრა, ჩემ მანქანას […]

სააკაშვილი – “ივანიშვილი თითო ოპოზიციონერს 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობს პარლამენტში შესვლაში”

სააკაშვილი - "2003 წელს შევარდნაძე ამათზე ბევრად მაგრად იდგა და გაყალბების საბუთებიც ნაკლები გვქონდა"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტის დეპუტატებს ხელისუფლება პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობდა. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციას პარლამენტში არ შესვლის გამო მადლობა გადაუხადა. „მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წვერს, რომელიც არ შვეიდა „ბუტკაში“, არ შევიდა ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ უკანონო პარლამენტში. […]