ჭდე: ხანძარი

თევდორე მღვდელზე ხანძარი იყო

ნაძალადევში სახლი დაიწვა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ხანძარი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მეხანძრე-მაშველებმა ხანდაზმული ქალი უვნებლად გამოიყვანეს.

ხანძარი ახალ სპორტის სასახლეში 20-მა ჯგუფმა ჩააქრო

თბილისში საბურთალოზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 ჯგუფი მუშაობდა: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად დედაქალაქში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციით, სპორტის სასახლის მშენებარე […]

თბილისში საბურთალოზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის

თბილისში საბურთალოზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში არავინ იმყოფებოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აკრძალულია. ორ შენობაზე რამდენიმე ადგილას ღია ცეცხლის კერებია. „პრაიმთაიმი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დეტალებს არკვევს.

ხანძარი დიდ დიღომში

ხანძარი დიდ დიღომში

დიდ დიღომში ხანძარია. ცეცხლი მეოთხე და მესამე მიკროს შორის არსებულ ტერიტორიაზე გაჩნდა და ხმელ ბალახს მოედო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს. რუსთავი 2

მელიქიშვილზე აფთიაქს ხანძარი გაუჩნდა

ნაძალადევში სახლი დაიწვა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან მდებარე ჯიპიესის აფთიაქში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა. როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფორმულა

ნაძალადევში სახლი დაიწვა

ნაძალადევში სახლი დაიწვა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ხანძარი საბურთალოზე – 1 ნაგებობა დაიწვა

ძლიერი ხანძარი საბურთალოზე - 1 ნაგებობა დაიწვა

თბილისში, საბურთალოზე, ტექნიკუტრ უნივერსიტეტთან მდებარე კერძო ტიპის დასახლებაში ძლიერი ხანძარი იყო. სრულად დაიწვა 1 ნაგებობა, თუმცა საბედნიერო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომში ლიკვდირება დროულად შეძლეს, რის შედეგადაც მჭიდროდ განლაგებულ შენობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. რუსთავი 2

ფოთში ბინა დაიწვა

ფოთში ბინა დაიწვა

ფოთში, კოსტავას ხუთ ნომერში მდებარე ოთხ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ბინა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა, სრულად დაიწვა, მის გვერდით მდებარე ბინა კი – ნაწილობრივ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გამათბობელი იყო. ადგილზე მეხანძრე-მაშველების ექვსი ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ცეცხლი დაახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა. ოჯახის წევრებმა დროულად მოახერხეს […]

ხანძარი რუსთავში

ხანძარი რუსთავში

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ხანძარია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ცეცხლი პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, თუმცა ხანძრის დროს იქ არავინ იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი იყო მეორე სართულზე არსებულ ერთ-ერთ სახლში და შენობიდან მათი უვნებლად გამოყვანა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ინფო რუსთავი

დიღომში ფარმადეპოს აფთიაქს ცეცხლი გაუჩნდა

დიღომში ფარმადეპოს აფთიაქს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში დიღმის მასივში “ფარმადეპოს” ერთ-ერთ აფთიაქში ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება იყო. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებუ​ლა.