ჭდე: ხანძარი

ნავთლუღში 2 სახლს ცეცხლი გაუჩნდა

მეხანძრე თორნიკე კიპაროიძე სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში ხანძარი იყო. ნათელა იანქოშვილის ქუჩაზე ცეცხლი ორ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. იპნ

ხელვაჩაურში ოცნების ქალაქში ბინა დაიწვა

ხელვაჩაურში ოცნების ქალაქში ბინა დაიწვა

ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში ორსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ხანძრის შედეგად, ერთი ბინა მთლიანად დაიწვა, ხოლო მეორე დაზიანდა. როგორც მეზობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, აღნიშნულ ბინაში ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა. მათივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. იპნ

ნიუ იორკის კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ნიუ იორკის კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და ათობით დაშავდა ნიუ-იორკში, ბრონქსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლი 19 – სართულიან კორპუსში დაახლოებით დილის 11 საათზე გაჩნდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 32 ადამიანი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით გადაიყვანეს, საერთო ჯამში დაშავებულია 60 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

ჩოხატაურში იოსკა მარკოიძის სახლი მთლიანად დაიწვა – “ბიჭი საცვლის ამარა დარჩა”

ჩოხატაურში იოსკა მარკოიძის სახლი მთლიანად დაიწვა - "ბიჭი საცვლის ამარა დარჩა"

ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში. იოსკა მარკოიძის სამსართულიანი სახლი მთლიანად განადგურდა. “ბიჭი საცვლის ამარა დარჩა. ჯერ კიდევ ეძინა, ცეცხლი რომ გაჩნდა. ოჯახის უფროსმა შენიშნა კვამლი და მაშინვე სამაშველოში დავრეკეთ, მაგრამ მაინც ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. ყველა იცნობს ამ შრომისმოყვარე ოჯახს. წლებია გულთბილად ემსახურებიან ჩოხატაურელებს. თინა მარკოიძის ხილბოსტნეულის მაღაზია და მისი გულთბილი […]

ფილადელფიაში კორპუსი დაიწვა – 13 ადამიანი დაიღუპა

ფილადელფიაში კორპუსი დაიწვა - 13 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში ერთ-ერთ კორპუსში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპულთა შორის სულ მცირე შვიდი ბავშვია, განუცხადა ჟურნალისტებს ფილადელფიის სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ხანძარი ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი, რაც კი ოდესმე უნახავს. იპნ

ხაშურში 4 შვილიან გელა კიპაროიძეს სახლი დაეწვა

ხაშურში 4 შვილიან გელა კიპაროიძეს სახლი დაეწვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინის გარეშე დარჩა. დაზარალებულია გელა კიპაროიძის ოჯახი, რომელსაც 4 შვილი ჰყავს. მის დასახმარებლად სოციალურ ქსელში მოქალაქეები გაერთიანდნენ, ისინი ცდილობენ როგორც ფინანსურ, ასევე მატერიალურ დახმარებას. ,,გადავწყვიტეთ, შეუგროვოთ თანხა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს. ყველას გთხოვთ, რისი საშუალებაც გვაქვს, დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ოჯახს.” – მიმართავს […]

გორში მამაკაცმა 2 ბინაში ხანძარი გააჩინა

გორში მამაკაცმა 2 ბინაში ხანძარი გააჩინა

გორში, კომბინატის დასახლებაში სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები, მიზეზი ორ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი იყო. ირკვევა, რომ ცეცხლი შუახნის კაცმა გააჩინა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა. ხანძრის შედეგად მამაკაცი თავადვე დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. ტვ პირველი

ბათუმში ბინაში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში ბინაში ცეცხლი გაჩნდა

ხანძარი იყო ბათუმში -ცეცხლი კობალაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტრო ლეიბი გახდა. ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში 17 წლის მოზარდი 2 მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა.ხანძრის შედეგად 17 წლის მოზარდმა ტერფის მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მას ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა. ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. რუსთავი 2

რუსთავში ბინას კორპუსში ხანძარი გაუჩნდა

რუსთავში ბინას კორპუსში ხანძარი გაუჩნდა

რუსთავში ხანძარი იყო. ქალაქის მე-7 მიკრორაიონის მე-17 საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ცენტრალური გათბობის ქვაბს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. როგორც ცნობილია, ბინაში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რეპორტი

თბილისში მელიქიშვილზე 2 ბინას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში მელიქიშვილზე 2 ბინას ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარი მელიქიშვილზე – ცეცხლი 2 ბინას გაუჩნდა. 6 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლის მეორე სართულზე სავარაუდოდ მოძველებული სადენები აალდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. დამწვარია იტალიურ ეზოში მდებარე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულია 6 ოჯახი. დამწვარია მათი კუთვნილი ავეჯი და ტექნიკა. მცხოვრებლები გამგეობისგან დახმარებას ითხოვენ. მთავარი