ჭდე: ხობი

ხობის მერიაში ქურდები ხარაჩოებიდან შეიპარნენ

ხობის მერიაში ქურდები ხარაჩოებიდან შეიპარნენ

ქურდობის მცდელობა ხობის მერიაში – შენობაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მეორე სართულზე, ხარაჩოების გამოყენებით, რამდენიმე პირმა შეაღწია. საკრებულოს შენობიდან მათ სხვადასხვა აპარატურა გაიტანეს, მათ შორის კომპიუტერები, ლეპტოპები, ფოტო-ვიდეოკამერებეი. უცნობმა პირებმა ნაქურდალი მანქანაში ჩაალაგეს, როდესაც ისინი დაცვის პოლიციამ შეამჩნია. სიგნალის ჩართვისას ბრალდებულები გაიქცნენ, მანქანის გაყვანა კი ვეღარ მოახერხეს. პოლიციამ თითის ანაბეჭდები უკვე აიღო და კონკრეტული ეჭვმიტანილები ჰყავს. […]

ხობში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავეს

ხობში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავეს

სამართალდამცავებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წურწუმია და ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს ორი პირი, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით ედავებიან. ნუგზარ წურწუმიასა […]

ხობში რამდენიმე სოფელი დაიტბორა

ხობში რამდენიმე სოფელი დაიტბორა

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო დაიტბორა ცალკეული სოფლების ცენტრალური და შიდა გზები. მათ შორის, წყალი ზოგიერთი მოსახლის ეზოშიც შევიდა. მერის მოადგილე ვარაზ გაბედავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ სტიქიის შედეგად მთიდან ღვარცოფები ჩამოდის, რის გამოც რამდენიმე ადგილას ღელე რამდენჯერმე ადიდდა და წყალმა ხეთა ხამისკურის და ხეთა პირველი მაისის ტერიტორიაზე ცენტრალური გზა დატბორა. “წყალმოვარდნებია. წვიმა […]

ხობში მანქანა ბოძს დაეჯახა და სახლის ეზოში შევარდა – 1 ადამიანი დაიღუპა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა ბოძს შეეჯახა და ერთ -ერთი სახლის ეზოში შევარდა. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. იპნ

ხობში მამაკაცი დაჭრეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ხობის მუნიციპალოტეტში, ხობი საჯიჯაოს ცენტრალურ გზაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით,  სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანაშაულის მოტივად   წარსულში არსებული დავა სახელდება. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ხობის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრალდებული ხობის პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს და […]

ხობში 2 წლის ბავშვი წყალში დაიხრჩო

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

უბედური შემთხვევა ხობში – 2 წლის ბავშვი დიდი ზომის, წყლით სავსე ავზში დაიხრჩო. ერთ-ერთი ვერსიით, ავზში მას სათამაშო ჩაუვარდა. ოჯახის წევრებმა კი ის მოგვიანებით შეამჩნიეს, რის შემდეგაც ხობის საავადმყოფოსი გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ბავშვი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. ამ წუთებში, პოლიცია და ოჯახის წევრები კლინიკაში იმყოფებიან. დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

ხობში ბაბუამ 23 წლის შვილიშვილი მკერდში დაჭრა

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბაბუამ მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ოპერაცია უტარდება. ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. „ბაბუამ დაჭრაო, ასე ამბობენ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს” ადგილობრივმა მცხოვრებმა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები […]

ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს დაპირისპირება უძღოდა. “კურიერის” ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ნათესავები და ამავდროულად მეზობლები არიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენები უკვე დააკავეს და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ხობში 58 წლის მურმან ბუკია მდინარეში დაიხრჩო

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში კაცი დაიხრჩო. დაღუპული 1962 წელს დაბადებული მურმან ბუკიაა. ცხედარი მდინარე მუნჩიადან უკვე ამოიყვანეს. სავარაუდოდ, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. არაფხიზელმა კი მდინარის დინებას ვერ გაუმკლავდა და დაიხრჩო. ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაშია გადასვენებული. მთავარი

ხობში მანქანამ სკოლის მოსწავლე გაიტანა

ხობში მანქანამ სკოლის მოსწავლე გაიტანა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობში, მოზარდი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლე სოფელ შუა ხორგაში გზის გასწვრივ გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.