ჭდე: ლეოგრანდი

ლეოგრანდის ადვოკატი კახა წერეთელი – ”პასუხისმგებლობას არავინ გაურბის”

ლეოგრანდის ადვოკატი კახა წერეთელი - ”პასუხისმგებლობას არავინ გაურბის”

სასტუმრო ლეოგრანდის ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და სასტუმროს მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, უსაფროების ზომების დაცვასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა. წერეთლის განცხადებით, თანამშრომელთა სრული შემადგენლობა ამ დროისთვის ადგილზე რჩება. გუშინ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. […]

სასტუმრო ”ლეოგრანდის” 100% თურქეთის 2 მოქალაქეს ეკუთვნის

სასტუმრო ”ლეოგრანდის” 100% თურქეთის 2 მოქალაქეს ეკუთვნის

ბათუმში მდებარე სასტუმრო “ლეოგრანდი”, რომელშიც გუშინ ხაძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, შპს მერსინ ტურიზმის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია საქართველოში 2011 წელს არის დარეგისტრირებული. მისი მფლობელები არიან თურქეთის მოქალაქეები: თოლგა ავგორენ და ათილგან არიფაღაოღლუ. მათ შორის კომპანიის წილები 80%-20%-ით არის გადანაწილებული. რაც შეეხება კომპანიის ხელმძღვანელობას, რეესტრის მიხედვით ესენი იყვნენ: დირექტორი – მეთინ არიფაღაოღლუ, თურქეთი; დირექტორი […]

„8 ცხედარი ლიფტში იპოვეს. შუქი რომ გამორთეს, გაიჭედა და კვამლისგან გაიგუდნენ“

„8 ცხედარი ლიფტში იპოვეს. შუქი რომ გამორთეს, გაიჭედა და კვამლისგან გაიგუდნენ“

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 11 პირიდან, 8 ცხედარი ლიფტში აღმოაჩინეს, 1 აუზში, 1 კი სავარჯიშო დარბაზში – ამ ინფორმაციას გარდაცვლილთა ახლობლები ავრცელებენ. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სასტუმროში ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, იქ მყოფებმა შენობის დატოვება სცადეს და ამ მიზნით ლიფტში შევიდნენ, რომლითაც ქვემოთ ჩასვლა სურდათ, თუმცა ელექტროენერგია გაითიშა და ისინი ლიფტში დარჩნენ. […]

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული მეხანძრე: „ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე“

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული მეხანძრე: „ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე“

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულთა შორის სამი მეხანძრე იყო. მათ სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს. როგორც ერთ-ერთი მეხანძრე ომარ ბერიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სასტუმროში ხანძრის დროს ძლიერი დაკვამლიანება იყო. „კვამლი ჩავყლაპე, რის შედეგადაც გრძნობა დავკარგე“, – განაცხადა მეხანძრემ. გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაშავებულები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით […]

,,გიო, არც კი გვჯერა ამას რომ შენს შესახებ ვწერთ… სამარადისო სასუფეველი შენ!!!“

,,გიო, არც კი გვჯერა ამას რომ შენს შესახებ ვწერთ... სამარადისო სასუფეველი შენ!!!“

ბათუმის სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინდელ ხანძარს ,,ნიკორას“ თანამშრომელი გიორგი ცინაძე ემსხვერპლა. ამის შესახებ კომპანია საკუთარი ფესბუქის გევრდზე წერს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. – ბათუმის სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინდელ ხანძარს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანის, გიორგი ცინცაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველასგან გამორჩეული. მისი გარდაცვალება ჩვენი გუნდის დიდი დანაკლისია. მადლობა მას ჩვენს […]

სასტუმრო „ლეოგრანდი“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმეს

სასტუმრო „ლეოგრანდი“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმეს

სასტუმრო „ლეო გრანდი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმა. ინფორმაციას ბათუმის ვიცე -მერი ადასტურებს. – როგორც ჩვენთვის ცნობილი არის იყო დაჯარიმებული, ხოლო რაც შეეხება სხვა მიზეზებს, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. დაჯარიმებული იყო სხვადასხვა დარღვევის გამო, – განაცხადა ვიცე-მერმა “რუსთავი2”-თან საუბრისას.

ბიჭმა დედას დაურეკა, მიშველე, ვიხრჩობიო – ხანძარი საუნადან გაჩნდა, “ლეოგრანდში” დაღუპული 6 მამაკაცი სავარჯიშო დარბაზში იყო

შსს - "ლეო გრანდში" 11 ადამიანი დაიღუპა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული 6 ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილების ახლობლებმა განუცხადეს. დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან. – ჩემი ახლობლები, 29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. […]

შსს – “ლეოგრანდში” ხანძარმა საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იმსხვერპლა – ვიდეო

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში", ხანძარია

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთებიდან, მყისიერად ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო […]

“ლეოგრანდის” ნომრებში მაშველები ხალხს ეძებენ

"ლეოგრანდის" ნომრებში მაშველები ხალხს ეძებენ

მაშველები ინტენსიურად მუშაობენ, სასტუმროს ნომრებში ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ამოქმედებულ მართვის ცენტრს ხელმძღვანელობს. – მაღალი დაკვამლიანების გამო, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მაშველების ინტენსიური მუშაობა ყველა სართულზე და სასტუმროს ნომრებში, ხომ არ არის დარჩენილი რომელიმე ადამიანი იქ. სწორედ ამიტომ გამოვიძახეთ დამატებითი ძალები სხვა რეგიონებიდანაც, რომ […]

სასტუმრო “ლეოგრანდი” 2015 წლის 7 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა – ვიდეო

სასტუმრო "ლეოგრანდი" 2015 წლის 7 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა - ვიდეო

სასტუმრო “ლეო გრანდი”, რომელშიც დღეს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი […]