ლეოგრანდის ადვოკატი კახა წერეთელი – ”პასუხისმგებლობას არავინ გაურბის”

ლეოგრანდის ადვოკატი კახა წერეთელი - ”პასუხისმგებლობას არავინ გაურბის”სასტუმრო ლეოგრანდის ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და სასტუმროს მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, უსაფროების ზომების დაცვასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

წერეთლის განცხადებით, თანამშრომელთა სრული შემადგენლობა ამ დროისთვის ადგილზე რჩება.

გუშინ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველიც.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.