ჭდე: მამაკაცის ცხედარი

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცი, რომელსაც ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მაშველები წყლიდან ცხედრის ამოყვანას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში დაახლოებით ერთი საათის წინ, ხიდიდან გადახტა.

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მარნეულში მტკვარში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში მტკვარში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მარნეულში, მდინარე მტკვარში, სამი დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში და სანაპიროზე სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართულები იყვნენ მაშველები და მყვინთავები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ფშაველი-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფშაველი-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიური მონიტორინგი. საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე. „გზის მონაკვეთზე […]

თბილისში ვერეს ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, ვერეს ხეობაში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

გარდაბნის ტყეში, დამწვარ მანქანაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის ტყეში, დამწვარ მანქანაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალართან მისასვლელ გზაზე, ტყეში სამართალდამცველებმა დამწვარი ავტომანქანა ნახეს. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იყო, რომელიც ტაქსის მძღოლია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცაგერში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ცაგერში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია მხოლოდ ერთი მამაკაცის ცხედარი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ. ავტომობილი ცხენისწყალის არხში გუშინ ღამით გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში სამი მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა. მომხდარზე გამოძიეობა 276-ე მუხლით დაიწყო. ცაგერში მანქანა არხში გადავარდა – მაშველები 3 ახალგაზრდას ეძებენ

სამტრედიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – სავარაუდოდ, ეს ალექსანდრე ნადირაძეა

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი საჯავახოს თემში, მდინარეში ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სამტრედიის მერის ვალერიან ფოცხვერიას თქმით, ნაპოვნი მამაკაცი, სავარაუდოდ, საჯავახოში 30 ნოემბერს დაკარგული ალექსანდრე ნადირაძეა. მას ერთ თვეზე მეტია ეძებდნენ. მომხდარზე გამოძიება 155-ე მუხლით მიმდინარეობდა. “7 […]

ოზურგეთში თხრილში 65 წლის შ.კ.-ს ცხედარი იპოვეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 65 წლის შ. კ.- ს ცხედარი მისმა ძმამ, გზისპირა თხრილში იპოვა. შს სამინისტროს სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის ციხის ფერდობზე, ტურისტების საფეხმავლო ბილიკზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 60 წლამდე კაცს თავის არეში ჭრილობები აღენიშნება. მამაკაცი გამვლელებმა ნახეს და სწორედ მათ დარეკეს 112-ში. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მამაკაცს ლეიკემიის დიაგნოზი ჰქონდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვქონდეს. ადგილზე მობილიზებულია პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.