ცაგერში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ცაგერში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვესცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია მხოლოდ ერთი მამაკაცის ცხედარი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

ავტომობილი ცხენისწყალის არხში გუშინ ღამით გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში სამი მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა.

მომხდარზე გამოძიეობა 276-ე მუხლით დაიწყო.

ცაგერში მანქანა არხში გადავარდა – მაშველები 3 ახალგაზრდას ეძებენ