ჭდე: მამუკა ბახტაძე

“პრემიერი გურულმა „ქოცებმა“ დატუქსეს“

"პრემიერი გურულმა „ქოცებმა“ დატუქსეს“

“ოზურგეთში კარგ ხასიათზე ჩამოსული პრემიერი გურულ ქოცებს პარტიის ოფისში დაუბარებიათ და ჭანუყვაძის განთავისუფლებისთვის ისე დაუტუქსავთ, სტუმრად მოსული კაცი ვერტმფრენამდე სულ წკმუტუნ-წკმუტუნით გაქცეულა. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, გაბრაზებულ ბახტაძეს ვერტმფრენიდან გადმოუძახია-ჩემი ფეხი მეტი აღარ იქნება თქვენს ბარაზეო.”-ასე ეხმიანება ოზურგეთის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – ლიდერი და საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე გუშინ, პრემიერის ვიზიტსა და “ქართული ოცნების” ოფისში სტუმრობას. […]

მამუკა ბახტაძე „თიბისიზე“ – ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ვხედავთ მცდელობას, ძიებაში მყოფი საქმე დაუკავშირონ ანაკლიის პორტს

მამუკა ბახტაძე „თიბისიზე“ - ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ვხედავთ მცდელობას, ძიებაში მყოფი საქმე დაუკავშირონ ანაკლიის პორტს

ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, რომ ვხედავთ მცდელობას ძიებაში მყოფი საქმე, რომელიც კონკრეტულ ტრანზაქციას და მასში პიროვნებების მონაწილეობას შეეხება, დაუკავშირონ ანაკლიის პორტს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა რჩება იმ მოდელის ერთგული, რომლის მიხედვითაც მსგავს პროექტებს კერძო სექტორი სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებს. „ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, რომ ვხედავთ მცდელობას ძიებაში მყოფი […]

„გამიჭირდება სერიოზული კომენტარი, 1-ლი აპრილი რომ იყოს უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება” – ბახტაძის ხუმრობა “თიბისის საქმეზე”

„გამიჭირდება სერიოზული კომენტარი, 1-ლი აპრილი რომ იყოს უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება" - ბახტაძის ხუმრობა "თიბისის საქმეზე"

„თიბისი ბანკის“ საქმე – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებისას იმ სკანდალურ წერილზე ისაუბრა, რომელიც საქმეში ფიგურირებს და რომელიც, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა: „მინდა შევეხო წერილს, მისი შინაარსიც ახსენეთ. დღეს არის 8 მარტი, 1-ელი აპრილი რომ იყოს, გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება. შეიძლება ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან […]

მოვუწოდებ ყველას “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ – მამუკა ბახტაძე

მოვუწოდებ ყველას "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განცხადა, რომ ეს არის ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან გამომდინარე შესაფასებელი სიტუაცია და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს. მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან, სრული უპასუხისმგებლობაა. “სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. “თიბისი […]

რატომ უჩივლა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში

რატომ უჩივლა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა. კურიერს სანდო წყარომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განჩინება მიაწოდა. საქმეში მოდავე მინისტრი მამუკა ბახტაძეა, მოპასუხე კი იამზე კალანდაძე – ქალი, რომელმაც პრემიერის ოჯახს დიდი ფული ასესხა. მოპასუხეთა შორისაა პრემიერის დედა – მანანა ნანიტაშვილი. კურიერის კითხვამ, რატომ უჩივლა პრემიერმა დედას სასამართლოში, საქართველოს მთავრობის მეთაური გააბრაზა. სკანდალური ისტორია 2011 წლის 23 […]

მამუკა ბახტაძე საკუთარ დედას სასამართლოში უჩივის

მამუკა ბახტაძე საკუთარ დედას სასამართლოში უჩივის

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საკუთარ დედას, მანანა ნანიტაშვილს, სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ დღევანდელ საღამოს კურიერში იქნება საუბარი. რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მტკიცებით, არსებობს სქემა, რომლის მიხედვითაც პრემიერი ოჯახი ვალებს არ იხდიდა. შაბათის კურიერი ამბობს, რომ  2012 წელს მამუკა ბახტაძეს სახლიდან ასახლებდნენ.

მამუკა ბახტაძე – “საქართველოს 600.000 მოქალაქეს ვალები გაუნულდება – პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება”

მამუკა ბახტაძე - "საქართველოს 600.000 მოქალაქეს ვალები გაუნულდება - პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება"

ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე ისაუბრა. საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. პრემიერის თქმით, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება. „მადლობა ფონდ „ქართუს“. რომ […]

კალაძე – ”ხვალ მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობის და შავი სიების მოგვარებაზე განცხადებას გააკეთებს”

კალაძე - "ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა"

“ქართული ოცნების” ლიდერმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განცხადება გააკეთა და ხვალ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივა დაანონსა, რომელიც მოსახლეობის ჭარბვალიანობისა და ე.წ. “შავი სიების” პრობლემის მოგვარებას შეეხება. “ქართული ოცნება” ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო. მინდა მივმართო ნაციონალური […]

„ქართული ოცნების“ ოფისში მამუკა ბახტაძე მივიდა – ივანიშვილიც და ზურაბიშვილიც როსტომ მეფის სასახლეში არიან

„ივანიშვილის შვილებს არ ვიცნობ“ - მამუკა ბახტაძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. „ოცნების“ ოფისში ამ დროისთვის იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. დღეს აღნიშნულ ოფისში შეხვედრა გაიმართა ბიძინა ივანიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.

მამუკა ბახტაძე მაია ცქიტიშვილს მოხსნის? – “ზოგიერთი მუნიციპალიტეტით უკმაყოფილო ვართ”

მამუკა ბახტაძე მაია ცქიტიშვილს მოხსნის? - "ზოგიერთი მუნიციპალიტეტით უკმაყოფილო ვართ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიმართულებით და მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა, თუმცა მამუკა ბახტაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას არ ადასტურებს. ბახტაძის თქმით, მაია ცქიტიშვილის მსგავსი სახელმწიფო მოხელეები ბევრი უნდა იყვნენ მთავრობაში. „ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით და მენეჯმენტის იმ სტანდარტით გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რეგიონულ მმართველობაში. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც […]