ჭდე: მამუკა ბახტაძე

პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა – დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის

პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა - დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. განცხადება ცოტა ხნის წინ მთავრობის მეთაურმა გააკეთა. პრემიერმა დავით სერგეენკოს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში საჭიროა ახალი რეფორმები, რომლის გატარებაც იგეგმება. რაც შეეხება ეკა ტიკარაძეს ის საჩხერის კლინიკის დირექტორია. 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა. სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს […]

“პრობლემა არის ხელოვნურად თავსმოხვეული და მიზნად ისახავს, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი”- ბახტაძე ბოლო დღეების მოვლენებზე

"პრობლემა არის ხელოვნურად თავსმოხვეული და მიზნად ისახავს, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი"- ბახტაძე ბოლო დღეების მოვლენებზე

მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ბახტაძის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ბახტაძემ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ პოლიციამ შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა: “მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ჩვენს პოლიციელებს გადავუხადო, ვინაიდან მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა.” – განაცხადა […]

“გუნდს განახლება სჭირდება”- პრემიერი სერგეენკოს შესაძლო გათავისუფლებაზე და მოსალოდნელ საკადრო ცვლილებაზე

„რომელს აქვს გაკეთებული იმაზე მეტი, ერთი, ძალიან მაინტერესებს“ - ბახტაძე ანაკლიის პორტზე

საქართველოს პრემნიერ-მინისტრი ამბობს, რომ “გუნდს განახლება სჭირდება”. როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მოვლენებს ნუ გაუწსრებენ. მედიის ინტერესი კი მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის მინისტრი პოსტს უახლოეს დღეებში დატოვებს. “გუნდში განახლება გვჭირდება, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ, თუ რამე მოხდება ამას პირველად თქვენ, ქართული მედია გაიგებთ”- განაცხადა პრემიერმა

„რომელს აქვს გაკეთებული იმაზე მეტი, ერთი, ძალიან მაინტერესებს“ – ბახტაძე ანაკლიის პორტზე

„რომელს აქვს გაკეთებული იმაზე მეტი, ერთი, ძალიან მაინტერესებს“ - ბახტაძე ანაკლიის პორტზე

პარლამენტში მისულმა პრემირმა ანაკლიაზე ისაუბრა და განაცხადა: „როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, ეს ნიშნავს, რომ არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება“. მამუკა ბახტაძე არ საუბრობს ეკონომიკის სამინისტროს სკანდალზე, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ანაკლიის პროექტი პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაშია და მისი განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან არ შეფერხება. პრემიერი მოუწოდებს ანაკლიის კონსორციუმსა და კერძო სექტორს, პროექტთან დაკავშირებით აღებული […]

მამუკა ბახტაძის განმარტება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით

მოვუწოდებ ყველას "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, დავით გარეჯის მიმდებარედ, აზერბაიჯანის მხარე გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებდა მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, დამატებითი კითხვების თავიდან ასაცილებლად, ეს სამუშაოები მოლაპარაკებების დასრულებამდე დროებით შეჩერებულია. “მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოების წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქედს მიღმა და მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებობდა, მანამდეც ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა […]

მამუკა ბახტაძე – ”მთაწმინდაზე მეორე ტური იქნება, სხვაგან ყველგან ჩვენმა კანდიდატებმა მოიგეს”

მამუკა ბახტაძე - ”მთაწმინდაზე მეორე ტური იქნება, სხვაგან ყველგან ჩვენმა კანდიდატებმა მოიგეს”

საქართველოს პრემიერი ამომრჩეველს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ არჩევნები ყველა რეგიონში მმართველი გუნდის კანდიდატმა მოიგო. მისი თქმით, გამონაკლისია მხოლოდ თბილისი, მთაწმინდის ოლქი, სადაც სავარაუდოდ, მეორე ტური შედგება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს კიდევ ერთი დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები აჩვენა. „ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ […]

„ძალიან გავანაწყენეთ ღმერთი ქართველებმა… უფალმა ერთი ჭიქა შავი ღვინო ასვა ქვეყნის პრემიერს და მეტყველების უნარი წაართვა“ – გოცირიძე

რომან გოცირიძე: „სავალუტო კრიზისიდან გამოსვლისთვის  2 წელი მაინც დაგვჭირდება"

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მახათას მთაზე პრემიერის ინციდენტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან გავანაწყენეთ ღმერთი ქართველებმა. ჩვეულებრივი მკრეხელობა ხომ არ იყო, მშობელი დედის პრივატიზება სახელმწიფო დონეზე მოვინდომეთ. ჯერ იყო და, იმ დღესვე გაგვაფრთხილა, როცა პარლამენტმა კანონი მიიღო – „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს მეხი დასცა. არაო, არ ირწმუნეს, დენის მოკლე ჩართვა […]

“ბახტაძეს ძალიან გაუხარდება თუ მოხსნიან”

მოვუწოდებ ყველას "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ - მამუკა ბახტაძე

“ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ახვლედიანი პასუხობს. – ბატონო გიორგი, დააწინაურეს გახარია, შეიძლება შეცვალონ პრემიერი. ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ კეთდება? – გახარიასთან დაკავშირებით ეს უკვე ახალი არ არის, კარგა ხანია მიდის გახარიას პოზიციების გამყარება ივანიშვილის მხრიდან. გახარია ყველანაირად მზადდება საპრემიეროდ. ეს უკვე ძალიან მარტივად გამოსაცნობი, ჩამოყალიბებული ტაქტიკაა. – შეცვლიან ბახტაძეს არჩევნებამდე? – რა თქმა უნდა! ეს გარდაუვალი […]

მამუკა ბახტაძე – ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი

მოვუწოდებ ყველას "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ - მამუკა ბახტაძე

ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემბრიფინგზე, ეკონომიკის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამასთან, ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის […]

“ჩაგიტარებიათ თუ არა გამოძიება მის გატაცებაზე” – ევროსაბჭოში პრემიერს მუხთარლის საქმეზე განმარტების გაკეთება მოუწია

მოვუწოდებ ყველას "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პასუხის გაცემა მოუწია. „გაგიგზავნიათ თუ არა ოდესმე თქვენი ელჩი აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის მდგომარეობის გასაგებად და ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება მის გატაცებაზე“, – ჰკითხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა პრემიერს, რაზეც მამუკა ბახტაძემ თქვა: “ეს არის სენსიტიური საკითხი. რა თქმა უნდა, გვაქვს კოორდინაცია […]