ჭდე: მარგველაშვილი

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა – “დესტაბილიზაცია თავიდან უნდა ავიცილოთ”

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა - "დესტაბილიზაცია თავიდან უნდა ავიცილოთ”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა. – პარლამენტმა მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია, სწორედ ამიტომ ჩემთვის უაღრესად ძნელია კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. თუმცა, იმიტომ რომ თავიდან აცილებული იყოს დესტაბილიზაციის მიზეზები, როგორც სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტი და ქვეყნის მთავარსარდალი, ხელს ვაწერ ამ კონსტიტუციას, – განაცხადა პრეზიდენტმა

”ახლა ჯერი პრეზიდენტზეა” – მარგველაშვილის და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

”ახლა ჯერი პრეზიდენტზეა” - მარგველაშვილის და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ის პუნქტები გააცნეს, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან. – ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე – გადაწყვეტს თუ არა, რომ ეს ორი საკითხი ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ […]

პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი უთხრა

საქართველოს პრეზიდენტი უარს აცხადებს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისთვის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის დანიშვნაზე. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა. – საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა, იმიტომ რომ პირველ რიგში კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზი, მათ შორის კი მთავარი არის ის, რომ ის არ არის თანხობის დოკუმენტი. ამავედროს პროექტის შემუშავება მოხდა […]

მარგველაშვილი ოპოზიციას – ერთად დავწეროთ კონსტიტუციის ცვლილებების ჩვენი პროექტი

გასულ წელს გიორგი მარგველაშვილის შემოსავალმა 82.800 ლარი შეადგინა - როგორ შეიცვალა პრეზიდენტის ქონება 1 წლის განმავლობაში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება. ქვეყნის პირველი პირი ადმინისტრაციაში შეკრებილებს სთავაზობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია მოამზადონ და “ქართულ ოცნებას” შესთავაზონ. – უკვე არსებობს რაღაც დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ […]

პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში იმყოფება. პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ საგანგებო შტაბში მივიდა. მარგველაშვილი პირადად ეცნობა, თუ როგორ მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ინტერპრესნიუსი

კვირიკაშვილმა მარგველაშვილს ჯარის გამოყენება სთხოვა ხანძრის ჩასაქრობად – პრეზიდენტი დათანხმდა

კვირიკაშვილმა მარგველაშვილს ჯარის გამოყენება სთხოვა ხანძრის ჩასაქრობად - პრეზიდენტი დათანხმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი […]

,,მარგველაშვილი სააკაშვილს მისტირის“

,,მარგველაშვილი სააკაშვილს მისტირის“

– სისხლიანი 9 წლის ავტორს, ელიტური კორუფციის მამამთავარ მიხეილ სააკაშვილს გიორგი მარგველაშვილი მისტირის. ამ დღეებში მან ასეთი განცხადება გააკეთა _ ქვეყნისთვის უარყოფითია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებს. ეს განცხადება მან სამეგრელოში, ტელეკომპანია „ოდიშთან“ საუბარში გააკეთა, – აცხადებს პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე. მისი განცხადებით, ეს მარგველაშვილის მხრიდან უპრინციპობაა და რასაც პრეზიდენტი აკეთებს, სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე […]

ნარმანია მარგველაშვილს მხარს უჭერს – პრეზიდენტი კონსტიტუციის განხილვაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს

ნარმანია მარგველაშვილს მხარს უჭერს – პრეზიდენტი კონსტიტუციის განხილვაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს

დედაქალაქის მერის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. დავით ნარმანია დოკუმენტის საერთო სახალხო განხილვებში პრეზიდენტის ჩართულობის აუცილებლობაზეც საუბრობს: – საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს ძალიან ღიად, ძალიან გამჭვირვალედ, მაქსიმალური ჩართულობით. საკონსტიტუციო პროცესში რაც შეიძლება მეტი ჩართულობა, განხილვები მნიშვნელოვანია და პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის ერთ-ერთი სუბიექტი, ვინაიდან მას სპეციალური ნაწილი ეხება, რასაკვირველია პროცესში უნდა იყოს ჩართული, – […]

მარგველაშვილი კობახიძის ბრალდებებს აღარ უპასუხებს

მარგველაშვილი კობახიძის ბრალდებებს აღარ უპასუხებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საკითხებზე ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი აღარ იქნება. – უკვე მერამდენედ, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება […]

მარგველაშვილი – ახალ კონსტიტუციას ერთპარტიულობამდე მივყავართ

მარგველაშვილი - ახალ კონსტიტუციას ერთპარტიულობამდე მივყავართ

გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას. ამის შესახებ მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით. – მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა […]